ანხელ დი მარიამ განაცხადა, რომ „იუვენტუსი“ დიდი ოჯახია და ტურინში თავს ისე გრძნობს, როგორც საკუთარ სახლში.
„იუვენტუსი“ სიყვარულია, შესანიშნავი ოჯახი. ჩემთვის აქ ჩამოსვლა მნიშვნელოვანზე უფრო მეტია. თავს ისე ვგრძნობ, როგორც სახლში, პირველივე დღიდან“, – თქვა დი მარიამ.
შეგახსენებთ, რომ არგენტინელის ტურინული კარიერა არცთუ იდეალურად დაიწყო, მიუხედავად იმისა, რომ სადებიუტო მატჩში გოლი და საგოლე პასი მიითვალა, მას შემდეგ იყო ორი ტრავმა, ასევე წითელი ბარათი, რის გამოც სერია A-ს უახლოეს ორ მატჩს გამოტოვებს.