ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელებმა ანხელ დი მარიამ და ლეონარდო ბონუჩიმ გუნდთან ერთად ივარჯიშეს.
მათი დაბრუნება „სპეციასთან“ უახლოეს შეხვედრაში მაინც ნაკლებ სავარაუდოა, მაგრამ მოედანზე დიდი ალბათობით, ისინი სავარაუდოდ კვირას, ფლორენციის „ფიორენტინასთან“ დაუბრუნდებიან.
შეგახსენებთ, რომ დი მარიამ და ბონუჩიმ პირველი ტურის შემდეგ ლაზარეთში გადაინაცვლეს. „ფიორენტინასთან“ მატჩის მერე არის გასვლა პსჟ-სთან, ამდენად, ორივე გამოცდილი მოთამაშის ამ დროისთვის დაბრუნება „იუვესთვის“ უმნიშვნელოვანესი იქნება.