ანხელ დი მარია სერია A-ს სადისციპლინო კომიტეტმა ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა, რაც იმას ნიშნავს, რომ არგენტინელი “ბოლონიასა” და “მილანთან” ვერ ითამაშებს.
დი მარიამ “მონცასთან” მატჩში მეტოქეს მუცელში იდაყვი ჩაარტყა და წითელი ბარათი მიიღო, რის გამოც ორი თამაშით დასაჯეს.
ეს მორიგი პრობლემა ტურინული გრანდისთვის, რომელსაც საკადრო პრობლემები ისედაც არ აკლია…