ტურინის „იუვენტუსი“ ანხელ დი მარიას ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს. იტალიური მედიის ცნობით, არგენტინელი „იუვესთან“ ახლოსაა, მაგრამ გარიგება ჯერ არ დასრულებულა.
Tuttosport-ის ცნობით, ფედერიკო კერუბინი ლონდონში ჩავა, სადაც 1 ივნისს იტალიისა და არგენტინის მატჩს დაესწრება. ცხადია, ამის მიზეზი დი მარიას თამაშზე დაკვირვება არაა, არამედ მის გარემოცვასთან შეხვედრა, რომ საბოლოო შეთანხმება შედგეს.
„იუვენტუსს“ სურს დი მარია ორი წლით დაიმატოს, ხოლო ფეხბურთელი მხოლოდ ერთწლიან კონტრაქტზეა თანახმა, რის გამოც ჯერჯერობით საბოლოო შეთანხმებას მხარეებმა ვერ მიაღწიეს.
შეგახსენებთ, რომ ანხელ დი მარიამ „პარი სენ ჟერმენი“ დატოვა და „იუვენტუსი“ მის დამატებას თავისუფალი აგენტის სტატუსით ცდილობს.