ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა ანჯელო დი ლივიომ პაულო დიბალას შესახებ კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, კლუბის ერთადერთი ეჭვი არგენტინელი თავდამსხმელს ხშირ ტრავმიანობას უკავშირდება.
„დიბალას ბოლო დროს ყოველთვის ერთი პრობლემა აქვს: გამოჯანმრთელდება და მერე ისევ ტრავმას იღებს. ეს სიტუაცია კლუბს აიძულებს ბევრი იფიქროს. ერთადერთი ეჭვი ფიზიკურ პრობლემებს უკავშირდება. მე ეჭვი არ მეპარება მის თვისებებში, მინდა მთელი სეზონის განმავლობაში ვუყურო. თუმცა, 7 მილიონი ევრო და 3 მილიონი ბონუსიც ბევრია“, – თქვა დი ლივიომ.
შეგახსენებთ, რომ პაულო დიბალას აგენტთან შეხვედრა უახლოეს დღეებშია დაგეგმილი და სავარაუდოდ, ყველაფერი საბოლოოდ გაირკვევა.