მთავარი / სიახლეები / სერია A / გოლები, ტიტულები და იმედგაცრუებები – დიბალას ისტორია “იუვეში”

გოლები, ტიტულები და იმედგაცრუებები – დიბალას ისტორია “იუვეში”

2015 წელს „პალერმოდან“ ტრანსფერი, პირველი თამაში, პირველი გოლი და პირველი ტიტული. ამას ბევრი სხვა რამ მოჰყვა, პლატინის შედეგის გაუმჯობესება და 12 ტიტული 7 წლის განმავლობაში. და, კიდევ: 10 ნომერი, „დიბალას ნიღაბი“, ლუკაკუსთან ჩაშლილი ბარტერი, ევროპაში იმედგაცრუებები და ალეგრისთან ჩხუბი.

ვეცდებით, პაულო დიბალას ტურინული კარიერა მოკლედ და მნიშვნელოვანი ფაქტებით გაგახსენოთ..

4 ივნისი, 2015 წელი – ეს არის „პალერმოსთან“ ოფიციალური გარიგების თარიღი. არგენტინელმა თავდამსხმელმა სიცილიაზე თავის ბოლო სეზონში 13 გოლი გაიტანა. არგენტინაში მას La joya-ს ეძახდნენ, რადგან მოედანზე ნამდვილი ძვირფასეულობა იყო. 21 წლის ასაკში ის მზადაა ეს შავ-თეთრი მაისურითაც დაამტკიცოს, რომლის ტარება იოლი არაა.

„იუვემ“ მასში 40 მილიონი ევრო გადაიხადა – 32 მილიონი და პლუს 8 მილიონი ბონუსი“, – წერდა მაშინ ტურინული გრანდის ვებგვერდი. ფეხბურთელმა პირველივე დღეს ფანებთან სელფები გადაიღო.

10-ნომრიანი მაისური იმ დროს პოგბას აქვს. დიბალამ აირჩია 21 ნომერი, რაც „იუვეში“ ასევე მძიმეა, რადგან მანამდე პირლოსა და ზიდანს ეკუთვნოდათ.

პირველი თამაში, პირველი გოლი, პირველი ტიტული

დაუვიწყარია დიბალას დებიუტი „იუვენტუსის“ მაისურით. 2015 ლის 8 აგვისტოს, იტალიის სუპერთასზე „ლაციოსთან“ დიბალა შეცვლაზე ჩაერთო და 10 წუთი დასჭირდა, რომ გოლი გაეტანა და საბოლოო ანგარიში დაეფიქსირებინა.

ასე რომ, ეს იყო მისი პირველი ტიტული, რომელსაც შემდეგ კიდევ 11 შეემატა „იუვენტუსში“ გატარებული 7 წლის განმავლობაში – 5 სკუდეტო, 4 იტალიის თასი და 3 იტალიის სუპერთასი.

რა Joya პირველ სეზონში!

„იუვენტუსის“ ბაზრის მთავარი შენაძენი პირველივე წელს ბედნიერი იყო. დიბალამ ბევრი გოლი გაიტანა. სერია A-ში 19 გოლი გაიტანა და 7 საგოლე პასი მიითვალა, 34 მატჩში. ტურინში ყოფნის პირველ სეზონში მან ყოველ 94 წუთში ერთი გოლი გაჰქონდა.

ევროპაში

2016 წელის თებერვალში ჩემპიონთა ლიგაზე პირველი გოლიც მოვიდა. ტურინში, „ბაიერნთან“ პირველ მერვედფინალურ მატჩში „იუვე“ 0:2 მარცხდებოდა, შემდეგ ფრეს გამორჩა (2:2). პირველი გოლი დიბალამ გაიტანა, მაგრამ საპასუხო მატჩი ტრავმის გამო გამოტოვა, რომელიც მისმა გუნდმა წააგო და ასპარეზობას გამოეთიშა.

პირველი წლის ბალანსი

სეზონის ბოლოს მან სკუდეტო მოიგო, პირველი კარიერაში, ასევე იტალიის თასსაც დაეუფლა. მთლიანობაში 46 შეხვედრაში 23 გოლით და 7 საგოლე პასით გამოირჩა.

მეორე წელი, ტანგო იგუაინთან ერთად

2016-2017 წლების სეზონი, მეორე შავ-თეთრი მაისურით, იხსნება კიდევ ერთი სიახლით: გაჩნდა არგენტინული HD მას შემდეგ, რაც „იუვემ“ „ნაპოლიდან“ გონსალო იგუაინი დაიმატა.

დოჰას ცრემლები

„მილანი“ დიბალას სეზონის სტარტის სიმბოლური მეტოქე ხდება. ჯერ ლიგაში „როსონერის“ წინააღმდეგ ტრავმა მიიღო, ამის გამო 8 თამაში გამოტოვა, ხოლო შემდეგ დეკემბრის შუა რიცხვებში სუპერთასზე დაბრუნდა ისევ „მილანის“ წინააღმდეგ.

გადამწყვეტი შეცდომა

შეხვედრაში პენალტების სერია დაინიშნა და გადამწყვეტი შეცდომა სწორედ დიბალამ დაუშვა. ის ბურთთან მეხუთე მივიდა, მაგრამ დონარუმამ აჯობა. მერე მარიო პაშალიჩმა გაიტანა და თასი „მილანმა“ მოიგო. La Joya მოედანს ასე ტოვებს…

2017 წლის 11 იანვარი, დაიბადა „დიბალა Mask”

ტრავმა, შეცდომა სუპერთასზე და ისევ თავიდან დაწყების სურვილი. წლის მეორე შეხვედრაში იტალიის თასზე „ატალანტასთან“ გაიტანა. შემდეგ ხელები სახეზე აიფარა, ნიღბის სტილში. ასე გაჩნდა საკულტო აღნიშვნა. მიზეზი? „ეს გლადიატორის ნიღაბია, როცა ვიბრძვით, ხანდახან მეომრის ნიღაბს ვიკეთებთ, რომ უფრო ძ₾იერები ვიყოთ, ღიმილისა და სიკეთის დაკარგვის გარეშე“, – თქვა მან.

დიბალა VS ლეო

და, დიბალას ნიღბით შეუძლია გახდეს სუპერგმირი. 2016-2017 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგის პირველი მეოთხედფინალური მატჩი. პაულო დაუპირისპირდა უძლიერს თანამემამულეს და ის დაამარცხა.

„იუვე“ 3 „ბარსელონა“ 0

კატალონიელებმა მანამდე პსჟ სენსაციურად 6:1-ით გააგდეს. შეტევის ტრიო იყო მესი-სუარესი-ნეიმარი, გუნდი, რომელმაც ორი წლის ადრე ტრიპლეტი შეასრულა, მაგრამ დიბალა შეუჩერებელია.

ორი გოლი საწყის 20 წუთში და 3:0 „იუვეს“ სასარგებლოდ. „იუვე“ მომდევნო ეტაპზე გავიდა, რადგან საპასუხო მატჩი 0:0 დასრულდა და შემდეგ ნახევარფინალში „მონაკოსაც“ მოუგო. „ბარსელონასთან“ მოგებული მატჩის მეორე დღეს კი დიბალამ „იუვესთან“ კონტრაქტი 2022 წლამდე გაახანგრძლივა, როგორც აღმოჩნდა, კლუბთან ეს მისი ბოლო კონტრაქტი იყო.

კიდევ ერთი დუბლი: სკუდეტო-იტალიის თასი

„იუვე“ ჩემპიონთა ლიგის ფინალშია. ამასობაში, ვიტრინას კიდევ ორი თასი შეემატა: სკუდეტო და იტალიის თასი (ტურნირი, რომელშიც დიბალამ გუნდს „ატალანტასთან“, „მილანთან“ და „ნაპოლისთან“ ულიდერა).

კარდიფის იმედგაცრუება

„იუვე“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ტრებლის შესაძლებლობით გავიდა, მაგრამ დიბალა და მისი თანაგუნდელები სერხიო რამოსისა და კრიშტიანუ რონალდუს „რეალთან“ დამარცხდნენ.

მეორე წლის ბალანსი

ფინალი „რეალმა“ 4:1 მოიგო, დიბალა ფინალურ მატჩში შესამჩნევი იშვიათად იყო. კრიშტიანუ უფრო მეტად. მომავალმა „იუვენტინომ“ დუბლი შეასრულა და „იუვე“ ფინალში დამარცხდა. დიბალამ სეზონი 48 მატჩში 19 გოლით და 8 საგოლე პასით დაასრულა.

მესამე სეზონი, პირველი 10 ნომრით

დიბალას 2017-2018 წლების სეზონის სიახლე მაისურის უკანა მხარეს იკითხება. ტევესისა და პოგბას შემდეგ ის ხდება „იუვეს“ მესამე 10 ნომერი ალესანდრო დელ პიეროს წასვლის მერე.

„10 ნომერი განსაკუთრებული მაისურია, მისი ტარება პატივია და დიდი პასუხისმგებლობის გრძნობა მოაქვს. ის „იუვენტუსის“ დარი კლუბის ისტორიის კუთვნილებაა. მრავალი ჩემპიონი ატარებდა: სივორი, პლატინი, ბაჯო, დელ პიერო, ტევესი, პოგბა. ეს არ არის მხოლოდ ოცნება, მაგრამ უფრო მეტად დიდი ვალდებულებაა“, – თქვა მაშინ პაულომ.

შოუს დაწყება

ახალი 10 ნომრით დიბალამ ძალიან ძლიერად დაიწყო. არგენტინელმა სეზონის პირველ 6 მატჩიდან ხუთში გოლი გაიტანა, ჯამში 12 გოლი! მათ შორის, სუპერთასზე დუბლი „ლაციოსთან“ და ასევე იყო ორი ჰეთ-თრიქი „ჯენოასთან“ და „სასუოლოსთან“, მატჩი, რომელშიც მან „იუვეში“ მეასედ ითამაშა.

„ტოტენჰემთან“ ქამბექი

მარტში მოვიდა დიბალას მეორე დიდი თამაში ევროპაში. ტურინში „ტოტენჰემთან“ პირველი თამაში, რომელიც მან ტრავმის გამო გამოტოვა, 2:2 დასრულდა. საპასუხო მატჩს ინგლისელები შინ იგებდნენ, მაგრამ 3-წუთიან ინტერვალში ყველაფერი HD დუეტმა გადაწყვიტა – იგუაინმა და დიბალამ.

ზედიზედ მესამე დუბლი

გოლები, პასები, გამარჯვებები. იტალიაში სარის „ნაპოლისთან“ ბრძოლა ძალიან დაძაბული იყო, მაგრამ საბოლოოდ „იუვემ“ მოიგო. ისევე, როგორც იტალიის თასზე.

გაძევება „რეალთან“

თუმცა, ევროპა მტკივნეულ წერტილად რჩება. ამჯერად სვლა მეოთხედფინალში შეჩერდა, ისევ „რეალთან“. კრიშტიანუ რონალდუს „მაკრატელა“ გოლის მატჩში დიბალა ნაკლებად აქტიური იყო. 66-ე წუთზე კი სიმულაციისთვის გააძევეს.

მესამე სეზონის ბალანსი

არგენტინელმა „რეალთან“ მეორე მატჩი, რომელიც „იუვემ“ ლამის დააქამბექა, გამოტოვა. მან სეზონი 46 მატჩით, 26 გოლით და 7 საგოლე პასით დააგროვა. „იუვეში“ გატარებულ პერიოდში ყველაზე შედეგიანი სწორედ ამ სეზონში იყო.

2018-2019 წლების სეზონი, მეორე წელი: კრიშტიანუ მოვიდა

კიდევ ერთხელ, ახალი სეზონი დიდი სიახლით დაიწყო. კრიშტიანუ რონალდუ „ბიანკონერიში!“ ფურცელზე ის წარმოადგენს არაჩვეულებრივ ტანდემს დიბალასთან ერთად: ტექნიკა, სისწრაფე, ფანტაზია, გოლი, პასი და სტატისტიკა. მეტი რა შეიძლება მოითხოვო?

გოლის ახალი აღნიშვნა კრიშტიანუსთვის, რომელმაც თავის კლასიკურ „სიუუს“ დიბალას ნიღაბი დაიმატა. ხუთგზის ოქროს ბურთის მფლობელმა „ბიანკონერიში“ დიდი მუხტი შეიტანა.

პირველად კაპიტანი

დებიუტი, გოლები, ტიტულები, ნომერი 10. შემდეგ კაპიტნობის ჯერიც დადგა. პირველად მან კაპიტნის სამკლაური 2018 წლის 27 ოქტომბერს, „ემპოლისთან“ მოირგო.

CR7 საკმარისი არ გამოდგა, „აიაქსთან“ მეოთხედფინალში მარცხი

დიბალა კაპიტანი „აიაქსის“ წინააღმდეგაც იქნება. „იუვემ“ ჩემპიონთა ლიგაზე რონალდუს სუპერ ჰეთ-თრიქით „ატლეტიკო“ დაამარცხა (დიბალა სკამზე). არგენტინელმა „აიაქსთან“ პირველ მატჩში მხოლოდ 15 წუთი ითამაშა, საპასუხოში კი ძირითადში იყო, მაგრამ დასაწყისშივე ტრავმის გამო მოედანი დატოვა, „იუვე“ კი გავარდა.

მეოთხე სეზონის ბალანსი

2018-2019 წლების სეზონი დიბალასთვის რთული გამოდგა პირადი თვალსაზრისით და სტატისტიკით, რომელიც ძალიან დაბალია მისი დონის ჩემპიონისთვის. სკუდეტო (ზედიზედ მეოთხე) და სუპერთასი მოიგო, მაგრამ იტალიის თასი – ვერ. არგენტინელმა 42 თამაშში „მხოლოდ“ 10 გოლი და 2 საგოლე პასი მიითვალა.

ლუკაკუსთან ჩაშლილი ბარტერი

2019 წლის ზაფხულში, დიბალა პირველად იყო „იუვენტუსის“ დატოვებასთან ნამდვილად ძალიან ახლოს. „იუვესა“ და „მანჩესტერ იუნაიტედს“ შორის დიბალა-რომელუ ლუკაკუს ბარტერი შეთანხმდა. ყველაფერი გადაწყვეტილი იყო, სანამ დიბალას ინგლისში გადაბარგებაზე ეჭვები არ გაუჩნდა და ოპერაცია მისი უარით ჩაშალა. პაულოს არ სურდა ტურინის დატოვება, ის არ იყო დარწმუნებული ინგლისში კარგ მომავალზე და ეკონომიკური პრობლემებიც გაჩნდა, რადგან „წითელმა ეშმაკებმა“ მისი მოთხოვნები არ მიიღეს. დიბალა „შავ-თეთრებში“ დარჩა, ლუკაკუ კი „ინტერში“ გადავიდა და იქ მას დაუპირისპირდა.

2019-2020 წლების სეზონი, კორონავირუსის წელი

დიბალა მეხუთე სეზონში გოლების სტაბილურად გატანას დაუბრუნდა. სეზონის ბოლოს მას ჰქონდა 17 გოლი და 14 საგოლე პასი! თუმცა, ფეხბურთი შუა სეზონში შეჩერდა კორონავირუსის გამო. დიბალა კვლავ გადამწყვეტია ჩემპიონატში, როდესაც საჩემპიონო მატჩში „ინტერთან“ (2:0) ულამაზესი გოლი გაიტანა. ეს იყო ბოლო მატჩი ლოქდაუნამდე და პირველი უმაყურებლოდ.

წარმოიდგინეთ, იტალიური დერბი უმაყურებლოდ გაიმართა. სერია A 105 დღით შეწყდა, ხოლო კორონავირუსი დიბალასაც დაემართა.

ლოქდაუნი და კოვიდ-19-ზე პოზიტიურობა

დიბალას ვირუსი 2020 წლის 21 მარტს დაუდასტურდა: „სწრაფად ვიღლებოდი, მინდოდა ვარჯიში, მაგრამ 5 წუთის შემდეგ უკვე სუნთქვა მიჭირდა“, – თქვა მან. არგენტინელ ფეხბურთელს კორონავირუსი 46 დღე ჰქონდა, რადგან უარყოფითი პასუხი მხოლოდ 6 მაისს მიიღო და ინსტაგრამზე ინფორმაცია სიხარულით გამოაქვეყნა.

დაბრუნება

სეზონი ივნისში განახლდა და დიბალა გამოჯანმრთელებულია. „ლა ხოიამ“ ზედიზედ ოთხ მატჩში გოლი გაიტანა, რითაც სარის „იუვეს“ სკუდეტოსკენ წარუძღვა.

გამოთიშვა „ლიონთან“

ჩემპიონთა ლიგა მერვედფინალში დასრულდა, რომლის საპასუხო მატჩი „ლიონთან“ 6-თვიანი პაუზით გაიმართა. ივნისის მატჩში დიბალამ სულ რაღაც 13 წუთი ითამაშა. იტალიის თასის ფინალში ტურინული გუნდი „ნაპოლისთან“ დამარცხდა პენალტების სერიაში და ერთ-ერთი პენალტი დიბალამ გააფუჭა.

მეხუთე სეზონის ბალანსი

სკუდეტო ზედიზედ მეხუთე მოიგო. სეზონი მან 46 მატჩში 17 გოლით და 14 საგოლე პასით დაასრულა და სერია A-ს სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

მეექვსე სეზონი ფიზიკური პრობლემებით

დიბალას 2020-2021 წლების სეზონის ფოტო აღწერა ეს არის – სათადარიგო სკამი. ძალიან უიღბლო სეზონი, რომლის პერიოდშიც უამრავი ფიზიკური პრობლემა ჰქონდა. დიბალამ სერია A-ში მხოლოდ 20 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა, 5 მთელ სეზონში (ერთი ჩემპიონთა ლიგაზე). ასეთი დაბალშედეგიანი „იუვენტუსში“ ის არასდროს ყოფილა. პირლოსთან ერთად გუნდმა სკუდეტოც ვერ მოიგო.

დიბალამ თავის ტიტულებს კიდევ ორი თასი შემატა – იტალიის თასი და იტალიის სუპერთასი.

100 გოლი „იუვესთან“ ერთად

2021 წლის 12 მაისი, „სასუოლოსთან“ მან ანგარიში 3:1 გახადა და დიბალამ თავის სიას კიდევ ერთი პატარა მიღწევა შემატა. „იუვენტუსის“ რიგებში ყველა ტურნირზე მე-100 გოლი გაიტანა. საინტერესოა, რომ იმავე მატჩში კრიშტიანუ რონალდუმაც იგივე გააკეთა (მე-100 გოლი გაიტანა, მაგრამ მას ამისთვის მხოლოდ სამი სეზონი დასჭირდა). ორივენი ერთად შეუერთდნენ „იუვეს“ ასიანთა უცხოელ წევრებს: ტრეზეგეს, ჰანსენს, ჩარლზსა და პლატინის.

პლატინის გადაასწრო

დიბალას დიდი დრო არ დასჭირდა პლატინის შედეგის გასაუმჯობესებლად და თავის მეშვიდე სეზონში შავ-თეთრი მაისურით 105-ე გოლი გაიტანა. ეს მოხდა 2021 წლის 2 ნოემბერს, „ზენიტთან“ ჩემპიონთა ლიგაზე შესრულებული დუბლით.

გოლის აღნიშვნა მას მიუძღვნა

ამის გამო გოლი „ლე როის“ სტილში აღნიშნა. არგენტინელი მოედანზე წამოწვა, ცალი ხელი თავის ქვეშ დაიდო, ისევე, როგორც ფრანგმა გააკეთა 1985 წლის საკონტინენტთაშორისო თასის ფინალში, როდესაც მისი გოლი „არხენტინოს ხუნიორსის“ კარში გაუქმდა.

სხვა მხრივ, კი მიმდინარე სეზონში სიხარულს ისევ მოკლებულია. ამ დრომდე სერია A-ში 8 გოლი გაიტანა, სეზონში, რომელშიც „იუვეს“ დასაწყისში ქულები ძალიან ძვირად უჯდება და ახლა თითქმის დაბრუნდნენ ტიტულისთვის ბრძოლაში. იტალიის სუპერთასი „ინტერთან“ წააგეს, იტალიის თასის მოგება კი ჯერ კიდევ შესაძლებელია, რადგან „იუვეს“ ფინალამდე ერთი ნაბიჯი აშორებს.

იმედგაცრუება ევროპაში

ჩემპიონთა ლიგაზე არაფერი შეცვლილა. მორიგი სამარცხვინო მარცხი მერვედფინალში, ისევ სუსტ მეტოქესთან, ამჯერად „ვილიარეალთან“, მიუხედავად ზამთრის სატრანსფერო პერიოდში ვლაჰოვიჩით გაძლიერებისა.

ალეგრისთან კამათი

„სალერნიტანასთან“ მატჩის წინ მან ალეგრისთან იკამათა, რადგან ბაზიდან წასვლა და შეკრების დატოვება სურდა.

როგორც ჯგუფის „ისტორიულმა ლიდერმა“, დიბალამ გუნდის სახელით მატჩის წინ ალეგრის შვებულება სთხოვა, რაც მწვრთნელმა არ დაუკმაყოფილა. სიტუაცია მოედანზე მოგვარდა, როდესაც დიბალამ მეხუთე წუთზე ანგარიში გახსნა, შემდეგ კი გულშემატკივრების ტაშის ფონზე მოედანი დატოვა და ალეგრის გადაეხვია.

მოედანს მიღმა, კონტრაქტის საქმე ისე ჩაიხლართა, რომ ის განახლდება და „იუვეს“ ივნისში თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.

შემთხვევითი სიახლე

ესპანური მედია: “იუვენტუსს” ჟორდი ალბას ტრანსფერი სურს

ტურინის „იუვენტუსი“ მომდევნო სეზონისთვის მარცხენა მცველს ეძებს, რადგან ალექს სანდროს კონტრაქტი ეწურება და მასთან თანამშრომლობის …

“იუვენტუსში” სექტემბრის MVP მატია პერინი გახდა

ტურინის „იუვენტუსის“ სექტემბრის საუკეთესო ფეხბურთელად მატია პერინი დასახელდა. იტალიელმა მეკარემ ფანებისგან ყველაზე მეტი ხმა მიიღო …