მთავარი / სიახლეები / დიბალა: “ჯერ არ ვიცი, სად ვითამაშებ”

დიბალა: “ჯერ არ ვიცი, სად ვითამაშებ”

პაულო დიბალა მილანში, „სან სიროს“ სტადიონზე იყო, სადაც სამუელ ეტო’ოს ორგანიზებით საქველმოქმედო მატჩი გაიმართა.

დიბალამ მატჩამდე იტალიურ მედიასთან თავის მომავალზე კომენტარი გააკეთა:

„მიხარია, რომ აქ ვარ, სამუელსაც ვესაუბრე. ამ საღამოს აქ ბევრს ვესაუბრე, მათ შორის ხავიერ ძანეტისაც, მაგრამ ახლა სჯობს ამ საღამოზე ვისაუბროთ და არა ჩემს მომავალზე. ტოტის სიტყვები? ის ნამდვილი კერპია და სასიამოვნო იყო ჩემთვის მისი სიტყვები. ახლა მშვიდად ვარ, ხვალ ესპანეთში ნაკრებს შევუერთდები, იტალიასთან ლამაზი თამაში იქნება, შემდეგ კი მშვენიერი შვებულები მელის. ჯერ არ ვიცი რას ვიზამ, ჩემი მომავლისთვის საუკეთესო გადაწყვეტილებას მივიღებ, ეს ჩემთვის მნიშვნელოვანია“, – თქვა დიბალამ.

აღსანიშნავია, რომ „სან სიროზე“ დიბალას „ინტერის“ ფანები აპლოდისმენტებით დახვდნენ და ბანერებიც დაახვედრეს: „პაულო „ინტერში“ გელოდებით“.

დიბალაზე კომენტარი ფრანჩესკო ტოტიმ კიდევ ერთხელ გააკეთა და თქვა, რომ მზადაა „რომას“ 10 ნომერი, რომლითაც მისი წასვლის შემდეგ არავის უთამაშია, მას დაუთმოს. „მზად ვარ ჩემი 10 ნომერი დავუთმო, მისი გადასაწყვეტი იქნება აირჩევს თუ არა 10 ნომერს“.

შეგახსენებთ, რომ პაულო დიბალამ „იუვენტუსში“ 2015-2022 წლებში 293 მატჩში 115 გოლი გაიტანა.

შემთხვევითი სიახლე

ესპანური მედია: “იუვენტუსს” ჟორდი ალბას ტრანსფერი სურს

ტურინის „იუვენტუსი“ მომდევნო სეზონისთვის მარცხენა მცველს ეძებს, რადგან ალექს სანდროს კონტრაქტი ეწურება და მასთან თანამშრომლობის …

“იუვენტუსში” სექტემბრის MVP მატია პერინი გახდა

ტურინის „იუვენტუსის“ სექტემბრის საუკეთესო ფეხბურთელად მატია პერინი დასახელდა. იტალიელმა მეკარემ ფანებისგან ყველაზე მეტი ხმა მიიღო …