სერია A-ს მესამე ტურში „იუვენტუსი“ „რომას“ უმასპინძლებს და ტურინში პაულო დიბალა ბრუნდება. არგენტინელმა ფეხბურთელმა მოახლოებულ მატჩთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში კომენტარი გააკეთა.
„ეს იქნება ემოციებით სავსე თამაში: ვბრუნდები ქალაქში, სადაც ბევრი მეგობარი მყავს, ვითამაშებ სტადიონზე, სადაც შესანიშნავი მომენტები გამოვიარე და ტიტული გავიზიარე „იუვენტუსის“ გულშემატკივრებთან ერთად, რომლებიც 7 წლის განმავლობაში თავს სახლში მაგრძნობინებდნენ. თუმცა, ამჯერად „რომას“ მაისურისთვის ყველაფერს გავაკეთებ და „ჯალოროსის“ გულშემატკივრების გასახარებლად, რომლებმაც პირველივე დღიდან კარგად მიმიღეს“, – თქვა დიბალამ.
შეგახსენებთ, რომ პაულო დიბალა „იუვენტუსში“ 2015-2022 წლებში თამაშობდა და 293 მატჩში 115 გოლი გაიტანა.