პაულო დიბალა კარიერას „რომაში“ გააგრძელებს. იტალიური მედიის ცნობით, შეთანხმება შედგა და არგენტინელმა დედაქალაქელთა შეთავაზებაზე თანხმობა განაცხადა.
დიბალა „რომასთან“ 3-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და სეზონში მისი ხელფასი ბონუსების ჩათვლით 6 მილიონი ევრო იქნება. ასე რომ, არგენტინელი იტალიაში რჩება, მაგრამ არც „ინტერში“ წავიდა და არც „ნაპოლიში“, რომლებიც ასევე იჩენდნენ ინტერესს.
შეგახსენებთ, რომ პაულო დიბალამ „იუვენტუსში“ 2015-2022 წლებში 293 მატჩში 115 გოლი გაიტანა. მას კლუბმა კონტრაქტი არ გაუხანგრძლივა, რადგან სეზონში ხელფასის სახით 12 მილიონ ევროს ითხოვდა. ასეთი შეთავაზება მან ვერც სხვა კლუბებიდან მიიღო და საბოლოოდ „რომას“ 6-მილიონიან შეთავაზებას დათანხმდა.