ტურინის „იუვენტუსს“ „ვილიარეალთან“ მატჩში სავარაუდოდ ჯორჯო კიელინი და პაულო დიბალა დაუბრუნდებიან.
იტალიური მედიის ცნობით, ორივე ფეხბურთელი თავს კარგად გრძნობს და მასიმილიანო ალეგრი მათ უმნიშვნელოვანესი შეხვედრისთვის გამოიძახებს.
თუმცა, ძირითადში სავარაუდოდ ვერცერთი მოხვდება, რადგან კიელინის თვეზე მეტი გაუცდა, დიბალას კი 3 კვირაზე მეტი. ამიტომ, მოსალოდნელია, რომ სათადარიგო სკამზე იქნებიან და ალეგრი საჭიროებისამებრ გამოიყენებს.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „ვილიარეალის“ მატჩი 16 მარტს, ტურინში გაიმართება.