მთავარი / სიახლეები / “დიბალას მივწერე, რომ “ინტერში” არ წასულიყო” – ბუფონი დი მარიაზე, “იუვესა” და სხვა თემებზე

“დიბალას მივწერე, რომ “ინტერში” არ წასულიყო” – ბუფონი დი მარიაზე, “იუვესა” და სხვა თემებზე

„პარმას“ ლეგენდარულმა მეკარემ ჯანლუიჯი ბუფონმა Tuttosport-თან ინტერვიუში „იუვენტუსთან“ დაკავშირებულ სხვადასხვა თემებზე ვრცლად ისაუბრა. ჯიჯი შეეხო ანხელ დი მარიას, გლეისონ ბრემერის, პაულო დიბალას, ლეანდრო პარედესის საკითხებს.

„ალეგრიმ თქვა, რომ „იუვეს“ სკუდეტოს მოგების მოვალეობა აქვს? არავინ იცის მასზე უკეთ ხალხი რას ელოდება გუნდისგან. მაქსზე უკეთ არავინ იცის საჯაროდ ლაპარაკი. თუ ალეგრი ასე ამბობს, იმიტომ, რომ სურს გაიზარდოს თითოეულ ფეხბურთელში კონცენტრაციის მაჩვენებელი. პირველი ტურიდან „იუვენტუსი“ მთავარი გმირი უნდა იყოს. ალეგრი შესანიშნავად იცნობს „იუვეს“ გარემოს, სადაც მაქსიმუმ ერთი წელი ატარებ, როგორც მეორე ხარისხოვანი ფეხბურთელი.

დი მარია? ერთ-ერთია, ვინც ყოველთვის იყო დიდი გუნდების ფეხბურთელი და ირგვლივ დიდი მოთამაშეები ჰყავდა. თუმცა, სხვებთან შედარებით ნაკლები პიარი ჰქონდა. თუმცა, ფეხბურთში ასეთი მაგალითები ბევრია, მახსენდება ბარძალი, რომელიც საოცარი მცველი იყო, მაგრამ სხვებზე ნაკლებად რეკლამირებული. ზოგიერთ დიდებულ მოთამაშეს ისე არ აფასებდნენ, როგორც იმსახურებდნენ და დი მარია ერთ-ერთი მათგანია. საუბარია დიდ ჩემპიონზე, რომელსაც აქვს ხარისხი, ფიზიკურობა, მენტალიტეტი, პროფესიონალიზმი, გუნდურობა და გუნდისთვის თავგანწირვის უნარი. დიახ, ის სერია A-ს ყველაზე ძლიერი ფეხბურთელია.

პარედესი? დიახ, ჩემი აზრით, „იუვენტუსს“ კარგად მოერგებოდა. გარდა იმისა, რომ ძალიან საიმედოა, ლეანდრო მიჩვეულია მაღალი დონის გუნდებში თამაშს. შეუძლია გუნდს დაეხმაროს.

როდესაც გავიგე, რომ დიბალას „ინტერში“, „რომაში“ ან „ნაპოლიში“ გადასვლა შეეძლო, იმედი მქონდა, რომ ბოლო ორიდან ერთ-ერთს აირჩევდა. პაულოს ემოციური შოკი სჭირდებოდა და დარწმუნებული ვიყავი, რომ მხოლოდ „რომას“ და „ნაპოლის“ შეეძლოთ ამის მიცემა. მასაც მივწერე მესიჯით ეს და მიხარია, რომ „რომა“ აირჩია. ტექნიკური თვალსაზრისით დიბალა დი მარიასთან ერთად სერია A-ში საუკეთესოა.

დე ლიხტი? სამწუხაროა, რომ დე ლიხტი „იუვედან“ წავიდა, რადგან მატაისი კლასიკური ფეხბურთელია და მომავლის კაპიტანი ოსტატობით, ხარისხით და ხასიათით. დასანანია, მაგრამ ეს მისი სურვილი იყო. ბრემერს შარშან საოცარი სეზონი ჰქონდა და სერია A-ს საუკეთესო მცველად დაასახელეს. „იუვეში“ ნახტომი დიდია და შესაძლოა ცოტა თავიდან გაუჭირდეს, როგორც ეს დე ლიხტს დაემართა, მაგრამ ბრემერის პოტენციალი კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას.

ამ მომენტის „პარმა“ მახსენებს ადრეული ეტაპის „იუვენტუსს“, როდესაც გუნდში ანდრეა ანიელი მოვიდა. კარიერის დასრულება? მე ჩემს თავს ლიმიტს არ ვუწესებ. შემიძლია გაჩერება ერთ თვეში ან 10 წელიწადში. თუ კარგად ვარ, სიამოვნებას ვიღებ და მაქვს მოტივაცია, თამაშს ვაგრძელებ. ახლა ძალიან დიდი სტიმული მაქვს, რომ „პარმა“ სერია A-ში დავაბრუნო“, – თქვა ბუფონმა.

შეგახსენებთ, რომ ჯანლუიჯი ბუფონს „პარმასთან“ კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. 44 წლის მეკარემ „იუვენტუსში“ 685 თამაში ჩაატარა.

შემთხვევითი სიახლე

მარკიზიო: “ვერ ვიგებ, რატომ უჭირს “იუვეს” პატარა გუნდებთან თამაში”

ტურინის „იუვენტუსის“ შესახებ კლაუდიო მარკიზიომ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, მისთვის გაუგებარია, რატომ უჭირს „იუვეს“ …

“იუვენტუსის” წლიური ანგარიში და სარეკორდო ოდენობის ზარალი

ტურინის „იუვენტუსის“ დირექტორთა საბჭომ წლიური ანგარიში გამოაქვეყნა, რის შედეგადაც, გაირკვა, რომ კლუბმა სარეკორდო ზარალი განიცადა. …