მთავარი / სიახლეები / დიბალას აგენტმა “ინტერთან” შეთანხმება უარყო

დიბალას აგენტმა “ინტერთან” შეთანხმება უარყო

პაულო დიბალას „ინტერთან“ შეთანხმება არგენტინელი ფეხბურთელის აგენტმა ხორხე ანტუნმა უარყო. როგორც მან თქვა, პაულო ამჟამად მხოლოდ სეზონის დასრულებაზეა ორიენტირებული.

„დიბალა მხოლოდ სეზონის ფინიშზეა კონცენტრირებული, სერია A-სა და იტალიის თასის ფინალზე. იტალიაში და მის ფარგლებს გარეთ არცერთ გუნდთან შეთანხმება ამ დროისთვის მიღწეული არ არის“, – თქვა ანტუნმა.

შეგახსენებთ, რომ დიბალა „იუვენტუსს“ 30 ივნისს უფასოდ დატოვებს. მან შავ-თეთრი მაისურით 2015 წლიდან დღემდე 289 შეხვედრაში 114 გოლი გაიტანა.

შემთხვევითი სიახლე

“იუვენტუსი” მორატას არ გამოისყიდის

ტურინის „იუვენტუსი“ ალვარო მორატას არ გამოისყიდის. ინფორმაცია მადრიდული გამოცემა Marca ავრცელებს. ცნობილი ესპანური გამოცემის ინფორმაციით, …

ვლაჰოვიჩი “იუვეზე”, კიეზაზე, თავის კარიერის დასაწყისსა და მიზნებზე…

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა დუშან ვლაჰოვიჩმა იტალიურ მედიას ვრცელი ინტერვიუ მისცა, რომელშიც არაერთ საკითხზე ისაუბრა. სერბმა …