პაულო დიბალა სეზონის ბოლოს „იუვენტუსს“ დატოვებს და კარიერას სხვა გუნდში თავისუფალი აგენტის სტატუსით გააგრძელებს.
იტალიური მედია იტყობინება, რომ დიბალას აგენტი ხორხე ანტუნი „ინტერის“ წარმომადგენლებს, ჯუზეპე მაროტასა და პიერო აუზილიოს შეხვდა. მილანური გუნდის არგენტინელით დაინტერესებულია და მხარეები სავარაუდოდ მოლაპარაკებებს დაიწყებენ.
პაულოს ესპანურ გუნდებსაც უკავშირებენ, მაგრამ მისთვის ბრძოლაში ფავორიტად „ინტერი“ სახელდება, ასე რომ, მან შეიძლება კარიერა „იუვეს“ მთავარი მეტოქის რიგებში გააგრძელოს.
შეგახსენებთ, რომ პაულო დიბალა „იუვენტუსს“ 2015 წელს შეუერთდა. სამხრეთამერიკელმა რამდენჯერმე უარი თქვა „იუვეს“ წინადადებაზე ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით, რისი მიზეზიც ხელფასი იყო, ბოლოს კი ტურინელებმა მასთან თანამშრომლობაზე უარი თავად თქვეს და 1 ივლისიდან ის კლუბის წევრი აღარ იქნება.