მთავარი / სიახლეები / დიბალამ დაასახელა მიზეზი, რის გამოც “იუვედან” გაუშვეს

დიბალამ დაასახელა მიზეზი, რის გამოც “იუვედან” გაუშვეს

„რომამ“ პაულო დიბალა მედიის წინაშე წარადგინა, სადაც არგენტინელმა „იუვენტუსზეც“ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, „იუვედან“ წასვლა ფულის გამო არ მოუწია, არამედ უბრალოდ კლუბის სამომავლო პროექტის ნაწილი აღარ იყო.

„იუვეს“ წინააღმდეგ გოლს თუ გავიტან, ცხადია, არ აღვნიშნავ. გასულ სეზონში მაკრიტიკებდნენ? ვფიქრობ, კრიტიკა ნორმალურია, როცა „იუვეში“ თამაშობ, ცხადია, მეტს ითხოვენ. ვისურვებდი მეტი გოლის გატანას და მოედანზე მეტი წუთის გატარებას, მაგრამ წლის ბოლოს ჩემი სტატისტიკა გუნდში საუკეთესოთა შორის იყო.

„იუვედან“ წასვლა? მაურიციო არივაბენემ ძალიან ნათელი განცხადებები გააკეთა. ოქტომბერში გვქონდა შეთანხმება ახალ კონტრაქტზე, შემდეგ კლუბმა დალოდება გვთხოვა და მარტში მითხრეს, რომ მე არ ვიყავი სამომავლო გეგმების ნაწილი. არ ყოფილა ეკონომიკური პრობლემა, მაგრამ კლუბმა და მწვრთნელმა სხვა გადაწყვეტილება მიიღეს. ამიტომ, ეს არც ჩემთვის ყოფილა პრობლემა“, – თქვა დიბალამ.

შეგახსენებთ, რომ პაულო დიბალამ „იუვენტუსში“ 2015-2022 წლებში 293 მატჩში 115 გოლი გაიტანა და 48 საგოლე პასი გააკეთა.

შემთხვევითი სიახლე

როველა გვარდიოლას მოსწონს – ვითარება “იუვეს” ნახევარდაცვაში და პერსპექტივები

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველი ნიკოლო როველა მიმდინარე სეზონს იჯარით „მონცაში“ ატარებს, თუმცა, ის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული …

“იუვენტუსი” 6 დეკემბერს შეიკრიბება, ორი ამხანგური მატჩიც დაიგეგმა

ტურინის „იუვენტუსი“ მსოფლიოს ჩემპიონატით გამოწვეულ თვესა და 3 კვირას გამოიყენებს და შეკრებას გაივლის, რომლის ფარგლებში …