ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა მატია დე შილიომ „სალერნიტანასთან“ მატჩის (2:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. აღსანიშნავია, რომ დე შილიო რობერტო მანჩინიმ იტალიის ნაკრებში ტრავმირებული ჯოვანი დი ლორენცოს ნაცვლად გამოიძახა და თქვა, რომ ძალიან ბედნიერია.
„გასახდელში შევედი და ნაკრებში გამოძახების შესახებ მითხრეს. დღევანდელი სუპერმნიშვნელოვანი გამარჯვების შემდეგ ეს კიდევ ერთი გასახარი ამბავია ჩემთვის.
„ლიონში“ თამაში ძალიან დამეხმარა, რადგან უცხოეთში გამოცდილება, გზრდის, როგორც ფეხბურთელს და როგორც პიროვნებას. ეს დამეხმარა საკუთარი თავი უფრო მეტად გამეცნო და ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა მიმდინარე სეზონის გათვალისწინებით, აქ ისევ შევხვდი მწვრთნელმაც, რომელიც კიდევ ერთხელ მენდო და რომელიც ამას ჩემს მიმართ ყოველთვის ავლენდა“, – თქვა დე შილიომ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ 30 ტურის შემდეგ 59 ქულით მეოთხე ადგილზეა, მომდევნო მატჩს კი 3 აპრილს, „ინტერთან“ შინ გამართავს, რომელსაც ერთი ქულით ჩამორჩება.