ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა მცველმა მატაის დე ლიხტმა განაცხადა, რომ მის მიერ გაკეთებული კომენტარი „ბიანკონერის“ შესახებ არასწორად აღიქვეს და თქვა, რომ კლუბს თავს არასდროს დასხმია.
„ჩემი განცხადებები „იუვეზე“ შეტევა არ ყოფილა. სულა ცარა, რადგან ამ კლუბს ყოველთვის დიდ პატივს ვცემ. ჩემთვის ეს უბრალოდ ფაქტი იყო, რომ არავინ იყო კმაყოფილი, უფრო მეტი გახლდათ საჭირო, მათ შორის ჩემთვისაც. შესაძლოა, ჩემი ნათქვამი არასწორად გაიგეს. არასოდეს დამავიწყდება, როგორც დამეხმარნენ ჩემი თანაგუნდელები განვითარებაში, როგორც ფეხბურთელს და როგორც პიროვნებას“, – თქვა დე ლიხტმა.
შეგახსენებთ, რომ მატაის დე ლიხტმა „იუვენტუსში“ 2019-2022 წლებში 117 მატჩში 8 გოლი გაიტანა.