მთავარი / სიახლეები / დეშამი: “იუვეში” ფრე კატასტროფაა, წაგება – ტრაგედია”

დეშამი: “იუვეში” ფრე კატასტროფაა, წაგება – ტრაგედია”

„იუვენტუსისა“ და „ნანტის“ მატჩის წინ კომენტარი საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა გააკეთა, რომელსაც ორივე გუნდში აქვს ნათამაშები. როგორც მან თქვა, „იუვეში“ ფრე კატასტროფა იყო, მარცხი კი – ტრაგედია.

„იუვეში“ ვიპოვე ყველაფერი, რასაც ვეძებდი. „ნანტის“ მიზანიც იყო გამარჯვება, მაგრამ ეს „იუვეს“ დნმ-ში იყო. იქ ფრე კატასტროფა იყო, წაგება – ტრაგედია. ჩემთვის ნაცნობი მხარე ვიპოვე ტურინში. მიზნები, მუშაობის კულტურა, კლუბი, რომელიც ყველაფერზე მაღლა დგას და ყველა თანამდებობისთვის შესაფერისი ადამიანი.

გუნდი პირველია, ყველაფერი ბრწყინვალე იყო, უბრალო თანამშრომელიც და პრეზიდენტიც, ყველა ამაყობდა იქ ყოფნით, ამ კლუბის წარმოდგენის პრივილეგიის ქონით. „იუვეში“ ფეხბურთელისთვის საბაბი არ არსებობს, თუ კარგი არ ხარ, ეს შენი პასუხისმგებლობაა. იტალიაში მწვრთნელი, მწვრთნელია, მაგრამ მარჩელო ლიპის ჩემთან საუბარი მოსწონდა“, – თქვა დეშამმა.

შეგახსენებთ, რომ დიდიე დეშამი „იუვენტუსში“ 1994-1999 წლებში თამაშობდა და 178 მატჩში 4 გოლი გაიტანა, ხოლო 2006-2007 წლების სეზონში მთავარი მწვრთნელი იყო და სწორედ მისი ხელმძღვანელობით დაბრუნდა გუნდი სერია B-დან სერია A-ში.

დეშამი „ნანტში“ 1985-1990 წლებში ირჯებოდა. „იუვე“ – „ნანტის“ მატჩი 16 თებერვალს, თბილისის დროით 23:55 საათზე გაიმართება.

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …