მთავარი / სიახლეები / დეპაის ტრანსფერი ჩიხშია, “იუვემ” შეიძლება მილიკი ან არნაუტოვიჩი დაიმატოს

დეპაის ტრანსფერი ჩიხშია, “იუვემ” შეიძლება მილიკი ან არნაუტოვიჩი დაიმატოს

მემფის დეპაის „იუვენტუსში“ ტრანსფერი ჩაშლის პირასაა, იმის მიუხედავად, რომ ფეხბურთელმა „ბარსელონასთან“ კონტრაქტის გაწყვეტაზე შეთანხმებას პრაქტიკულად მიაღწია.

მანამდე პრობლემა სწორედ კონტრაქტის გაწყვეტა იყო, „იუვესთან“ შეთანხმება არსებობდა, მაგრამ ბოლო მომენტში მოულოდნელად დეპაიმ მოთხოვნები შეცვალა. ნიდერლანდელს „იუვე“ ხელფასის სახით 5 მილიონ ევროს პირდებოდა, ახლა კი მემფისი სეზონში 7 მილიონ ევროს ითხოვს, რამაც მოლაპარაკებები ჩიხში შეიყვანა.

პარალელურად, „იუვენტუსი“ ალტერნატიულ ვარიანტებზე მუშაობს და არკადიუშ მილიკისა და მარკო არნაუტოვიჩის შანსები იზრდება. თანაც, მასიმილიანო ალეგრის დუშან ვლაჰოვიჩის ნამდვილი დუბლიორი სურს – ანუ, სტილით იგივე ფეხბურთელი, რასაც დეპაიზე ვერ ვიტყვით. მილიკიც და არნაუტოვიჩიც ამ კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ, თან გაცილებით დაბალ ხელფასზე სათამაშოდ მზად არიან.

სამივე ფეხბურთელზე მუშაობა გრძელდება და წესით, ტურინელებმა ერთ-ერთის დამატება სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე უნდა მოახერხონ. თუმცა, რომელი იქნება ეს ერთი, ამას რამდენიმე დღეში გავიგებთ.

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …