მემფის დეპაის „იუვენტუსში“ ტრანსფერი რეალური ხდება. Mundo Deportivo წერს, რომ მხარეებს შორის შეთანხმება მიღწეულია.
ნიდერლანდელი „იუვესთან“ ორწლიან კონტრაქტს გააფორმებს. ესპანური გამოცემის ვერსიით, შეიძლება სამშაბათს ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდეს. მანამდე დეპაის აგენტი „ბარსელონასთან“ კონტრაქტის გაწყვეტაზე მუშაობს და როგორც ჩანს, ამ მხრივ, პოზიტიური ნიშნებია.
დეპაი „იუვეს“ ვიცე-ვლაჰოვიჩად სჭირდება, მაგრამ ნიდერლანდელს სერბთან ერთადაც თამაში შეუძლია.
მემფის დეპაი კარიერის განმავლობაში პსვ ეინდჰოვენის, „მანჩესტერ იუნაიტედის“, „ლიონისა“ და „ბარსელონას“ რიგებში ირჯებოდა.