ტურინის “იუვენტუსი” სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს, ბოლო საათებში დენის ზაკარიამ დატოვა.
ლონდონის “ჩელსის” შვეიცარიელი ნახევარმცველის გადაბირება სურდა და მხარეებმა მოლაპარაკებები მოახერხეს. შვეიცარიელი ინგლისურ კლუბს ერთწლიანი იჯარით და გამოსყიდვის უფლებით შეუერთდა.
ზაკარია მასიმილიანო ალეგრის გეგმებში არ შედიოდა, რადგან მან მოლოდინი ვერ გაამართლა. “იუვეს” ზაკარიას წასვლის შემდეგ ნახევარდაცვის ცენტრში 7 ფეხბურთელი დარჩა: პოლ პოგბა, მანუელ ლოკატელი, ვესტონ მაკკენი, ადრიენ რაბიო, ფაბიო მირეტი, ლეანდრო პარედესი და ნიკოლო ფაჯოლი.
შეგახსენებთ, რომ შვეიცარიელი დენის ზაკარია “იუვენტუსს” იანვარში შეუერთდა და 15 მატჩში 1 გოლი გაიტანა (ისიც სადებიუტო მატჩში “ვერონასთან”).