ჯორჯო კიელინის „იუვენტუსიდან“ წასვლას ალესანდრო დელ პიერო გამოეხმაურა, რომელმაც სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა. ალექსმა ჯორჯოს მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ მაგალითია ყველასთვის, ვინც „იუვეში“ თამაშზე ოცნებობს.
„შენ აჩვენე, როგორ უნდა ატარო „იუვენტუსის“ მაისური ყოველჯერზე, როცა მოედანზე გადიხარ, ეს 17 წლის განმავლობაში გააკეთე. როცა გუნდში მოხვედი პატარა ბიჭი იყავი, თავმდაბლობით და შრომით ყველაფერი მოიპოვე. მაგალითი ხარ მათთვის, ვინც ამ ფერების დაცვაზე ოცნებობს. როგორც იუვენტინოსგან და თანაგუნდელისგან სერია B-დან სკუდეტომდე, მადლობა, ჯორჯო! ახლა დატკბი „ალიანც სთედიუმზე“ ბოლო მატჩით, რადგან ის ნამდვილად განსაკუთრებული იქნება“, – დაწერა დელ პიერომ სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ ჯორჯო კიელინი და ალესანდრო დელ პიერო თანაგუნდელები 7 სეზონის განმავლობაში, 2005-2012 წლებში იყვნენ.
View this post on Instagram