ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა ალესანდრო დელ პიერომ ხვიჩა კვარაცხელიაზე კომენტარი გააკეთა და ქართველი ნახევარმცველი შეაქო.
„აღფრთოვანებული ვარ სპალეტის მუშაობით. მან გუნდს დიდი მენტალიტეტი მოუტანა. კვარაცხელიას ყურადღება მიაქციეთ და უფრთხილდით. ის ძალიან ნიჭიერი და არაპროგნოზირებადი ფეხბურთელია, თითქოს ევროპაში თამაშისთვის დაიბადა“, – თქვა დელ პიერომ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ კვარაცხელიათი დაინტერესებული იყო, მაგრამ ფაბიო პარატიჩისა და ანდრეა პირლოს გუნდიდან წასვლის შემდეგ, ტრანსფერი ჩაიშალა.