ტურინის „იუვენტუსის“ შესახებ ალესანდრო დელ პიერომ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, გუნდი ძლიერია, მაგრამ ბევრი პრობლემები აქვს, რის გამო ჩემპიონთა ლიგაზე ფავორიტებს შორის არაა.
„პსჟ-თან წაგება დრამა არ იქნება, მაგრამ ძალიან ცუდი თამაშის ხარისხი უარყოფითი დარტყმა იქნება, რადგან „იუვემ“ ამ სეზონში კარგად ჯერ კიდევ ვერ ითამაშა. „იუვე“ ძლიერი გუნდია, ძალიან ძლიერი. უფრო ძლიერი იქნება პოგბასთან და კიეზასთან ერთად, ასევე პარედესთან, რომელიც გუნდში ჯერ კიდევ არ ადაპტირებულა. თუმცა, ევროპულ დონეზე ლიდერებში არ არის ამჟამად და ალბათ, არც მეორე ეშელონის გუნდებშია. თუმცა, ამბიციების არსებობა სწორია და ეს ამ გუნდისთვის ვალდებულებაა.
„იუვესთვის“ ეს პრობლემები ახალი არ არის. იგივე იყო სარის დროსაც, რომელმაც სკუდეტო მოიგო, შემდეგ პირლოს და ახლა ალეგრის ხელში. ფეხბურთელებს შეუძლიათ და უნდა შეცვალონ სიტუაცია, მაგრამ მხოლოდ ისინი არ არიან პასუხისმგებელნი. თუმცა, ისინი არ უნდა ელოდონ, რომ რაღაც მოხდება ან ვინმე მოვა და მათ გადაარჩენს.
შემდეგ მან “იუვეს” ფეხბურთელებს მიმართა: თქვენი ეს ბედნიერება მაბრაზებს. არ შეგვიძლია ფრით კმაყოფილები ვიყოთ. უნდა გავზარდოთ მენტალიტეტი, რადგან „იუვეში“ ფრე წაგების ტოლფასია, ეს თავში უნდა ჩაიდოთ“, – თქვა დელ პიერომ.