მთავარი / სიახლეები / დელ პიერო: “იუვემ” ანგარიში სამჯერ ვერ შეინარჩუნა და ეს ადრე არ ხდებოდა”

დელ პიერო: “იუვემ” ანგარიში სამჯერ ვერ შეინარჩუნა და ეს ადრე არ ხდებოდა”

ტურინის „იუვენტუსის“ შესახებ კომენტარი ალესანდრო დელ პიერომ გააკეთა. მას ის ფაქტი აშინებს, რომ „იუვემ“ ამ სეზონში სამ მატჩში ანგარიში ვერ შეინარჩუნა.

„იუვეში“ იყვნენ ჩემპიონი ფეხბურთელები ნახევარდაცვაში, ახლა რეკონსტრუქციის მომენტია. „იუვეს“ სამჯერ დაუქამბექეს, „უდინეზემ“, „ნაპოლიმ“ და „მილანმა“. ეს არის ის, რაც აქამდე არ მომხდარა. „იუვე“ თამაშს აკონტროლებდა, გარდა ბოლო ნახევარი საათისა, სადაც შეიძლება ერთი ეპიზოდი გადამწყვეტი იყოს. მგონია, რომ ალეგრის სურს შექმნას გუნდი, რომელიც თავს დაიცავს, როცა დასაცავია და თუ სტაბილურობას მიაღწევენ, გუნდში არიან ფეხბურთელები, რომელთაც მეტოქეებისთვის ზიანის მიყენება შეუძლიათ“, – თქვა დელ პიერომ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ მომდევნო მატჩს 22 სექტემბერს, სტუმრად „სპეციასთან“ ჩაატარებს.

შემთხვევითი სიახლე

ალესანდრო დელ პიერომ სამწვრთნელო ლიცენზია აიღო

ტურინის „იუვენტუსის“ ლეგენდამ, ალესანდრო დელ პიერომ სამწვრთნელო ლიცენზია აიღო – უეფას A კატეგორია. კოვერჩანოში ჩატარებულ …

დიბალამ გუნდთან ერთად ივარჯიშა და “ინტერთან” განაცხადში იქნება

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელი პაულო დიბალა გამოჯანმრთელდა და გუნდთან ერთად ვარჯიში დაიწყო. ამის შესახებ იტალიური მედია …