ალესანდრო დელ პიერომ CBS Sports-თან „იუვენტუსში“ შესაძლო დაბრუნებაზე ისაუბრა. როგორც მან თქვა, მისი გული ტურინშია, მაგრამ ჯერ არ იცის, დაბრუნება თუ არა, რადგან ბევრი ფაქტორია გასათვალისწინებელი.
„არსებობს შანსი, რომ „იუვეს“ 15 ქულა დაუბრუნდეს, მაგრამ მთავარი ის არის ორი რამ არის, რაც სეზონის ბოლოს უნდა მოხდეს. იტალიაში „იუვე“ ყველას სძულს, ეს არის პირველი, რაც უნდა იცოდე სიტუაციის უკეთ გასაგებად, მაგრამ სეზონის მიმდინარეობის ქულების დაკლება არ შეიძლება.
თუ ვინმემ შეცდომა დაუშვა, სეზონის დასრულებად უნდა დაელოდო და შემდეგ გადაწყვიტო, რა გააკეთო. ეს სხვა გუნდებისთვისაც არ არის კარგი, თუ „იუვეს“ ქულებს დაუბრუნებენ, მეორე ადგილზე იქნებოდა. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ალეგრი და გუნდი კარგად მუშაობენ.
ჩემი დაბრუნება „იუვეში“? ბევრი ჭორია, მართალია და ყოველთვის, როცა ტურინში ვბრუნდები, სასიამოვნოა იმის ნახვა, თუ როგორ მხვდებიან გულშემატკივრები, აღიარებენ იმას, რაც „იუვენტუსში“ გავაკეთე. ჯერ არ ვარ მზად, რომ ვთქვა, დიახ ან არა, რადგან ბევრი რამ არის გასათვალისწინებელი. თუმცა, რა თქმა უნდა, ჩემი გული ისევ იქ არის, ბუნებრივია, იქ 19 წელი გავატარე, რამდენიმე წლის წინ ეს ჩემი ცხოვრების ნახევარზე მეტი იყო, ახლა აღარ (გულისხმობს ასაკის მატებას რედ). ასე რომ, სხვა თვალით ვუყურებ იმას, რაც „იუვენტუსში“ ხდება. ვცდილობ, თავი ავარიდო ემოციურ მხარეს, მაგრამ ეს ძალიან რთულია”, – თქვა დელ პიერომ.