ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა დანილომ „ფიორენტინასთან“ მატჩის (1:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. ბრაზილიელი ფეხბურთელის განცხადებით, მათ დაამტკიცეს, რომ ძლიერი შემადგენლობა ჰყავთ, რადგან ბევრი მოთამაშის დანაკლისით ითამაშეს, მაგრამ მოიგეს.
„ბევრი ფეხბურთის არყოფნა იგრძნობოდა, მაგრამ ვაჩვენეთ, რომ მზად ვართ სათამაშოდ, რომ გვყავს ძლიერი შემადგენლობა და სწორ გზაზე ვართ. ბედნიერი ვარ იმ ფეხბურთელების გამო, რომლებმაც ამდენი იშრომეს. იტალიის თასი ჩვენი მიზანია. ჩვენ ახლა მხოლოდ შუა გზაზე ვართ, საპასუხო მატჩი წინაა, რომელიც ჩვენი გულშემატკივრების წინაშე უნდა ვითამაშოთ”, – თქვა დანილომ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ მომდევნო მატჩს 6 მარტს, საკუთარ მოედანზე „სპეციასთან“ ჩაატარებს.