მთავარი / სიახლეები / დანილო ორი თვე ვერ ითამაშებს

დანილო ორი თვე ვერ ითამაშებს

ტურინის „იუვენტუსის“ მცველის, დანილოს ტრავმა სერიოზული გამოდგა და ორი თვე ვერ ითამაშებს.

ბრაზილიელ ფეხბურთელს სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა, რომელმაც აჩვენა, რომ ბარძაყის კუნთი დაზიანებულია და როგორც კლუბის ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული, სარეაბილიტაციო პერიოდს 8 კვირა დასჭირდება.

დანილომ ტრავმა რომის „ლაციოსთან“ მატჩის დასაწყისში ელშეიდ ჰისაისთან შეჯახებისას მიიღო და მოედანი დატოვა.

დანილო „იუვენტუსის“ დაცვის ხაზის შეუცვლელი ფიგურაა და მიმდინარე სეზონში 13 მატჩი ჩაატარა. თუმცა, იანვრამდე გუნდს ვერ დაეხმარება და მასიმილიანო ალეგრის გუნდისთვის ეს საკმაოდ სერიოზული დანაკლისია.

შემთხვევითი სიახლე

“იუვენტუსის” ფანების ბანერი “სან სიროზე: “ანიელი, მოკვდი”

ტურინის „იუვენტუსის“ ულტრასებსა და კლუბის ხელმძღვანელობას შორის დიდი ხანია დაძაბული ურთიერთობაა. უკვე კარგა ხანია, Curva …

“არსენალს” არტურის გადაბირება სურს

ლონდონის „არსენალი“ ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველის, არტურის გადაბირებას ცდილობს. ამის შესახებ იტალიური მედია იტყობინება. „მეთოფეები“ მუშაობენ, …