ტურინის „იუვენტუსი“ დავიდ ტრეზეგემ დატოვა, რომელიც „ბებერი ქალბატონის“ ბრენდის ელჩი იყო. ინფორმაცია იტალიურმა გუნდმა ოფიციალურად დაადასტურა.
ტრეზეგე ამ პოზიციას 2018 წლიდან იკავებდა. მან ცოტა ხნის წინ სპორტული დირექტორის კურსები გაიარა და როგორც ჩანს, ფეხბურთში ახალ პოზიციაზე დასაქმებას უმიზნებს.
დავიდ ტრეზეგე „იუვენტუსის“ ლეგენდაა და 2000-2010 წლებში 171 გოლით კლუბის ისტორიაში ლეგიონერებს შორის საუკეთესო ბომბარდირია.
Oggi si conclude l’avventura di @Trezegoldavid come Brand Ambassador di Juventus.
Grazie di tutto e in bocca al lupo per il futuro ❤️⚪⚫🗞 https://t.co/Vu3T7aqvOo
📸 https://t.co/xtRPVkXVDW pic.twitter.com/ulgBtW4Bv0— JuventusFC (@juventusfc) June 30, 2021