ტურინის „იუვენტუსს“ „სასუოლოს“ ნახევარმცველი დავიდე ფრატეზი დაუკავშირეს. 22 წლის ფეხბურთელი კარგ სეზონს ატარებს და გრანდების ყურადღების ქვეშ მოექცა.
მას ახალ მარკიზიოსაც უწოდებენ და ყველაზე მეტად აქამდე „ინტერი“ აქტიურობდა, თუმცა, ბოლო ცნობებით, საქმეში „იუვეც“ ჩაერთო. 22 წლის ფრატეზი დაახლოებით 25 მილიონ ევროდ ფასობს.
დავიდემ მიმდინარე სეზონში სერია A-ში 29 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი გააკეთა.