„უდინეზესა“ და „რომას“ ყოფილმა ნახევარმცველმა გაეტანო დ’აგოსტინომ „იუვენტუსის“ შესახებ ისაუბრა. იტალიელი ფიქრობს, რომ „იუვეს“ რობერტო დე ძერბის მსგავსი მწვრთნელი სჭირდება, რადგან გუნდს ამჟამად თამაშის შესახებ წარმოდგენა არ აქვს.
„იუვეს“ თამაში ძალიან მოსაწყენია, ფეხბურთის ყურებისას მიყვარს აღელვება და გუშინ „სამპდორიასთან“ მატჩის დროს ტელევიზორის სხვა არხზე გადართვა მომიწია. შეუძლებელია უყურო როგორ ათამაშებენ მცველები ერთმანეთს ბურთს 25 წუთის განმავლობაში, ვლაჰოვიჩი ბურთს არ შეხებია. ვფიქრობ, „იუვეს“ ციკლი დასრულებულია. საჭიროა გადატვირთვა ახალი მწვრთნელით, რომელსაც სხვა პრინციპები აქვს, მაგალითად დე ძერბი. პრობლემა ნახევარდაცვაში არაა. თამაშის ტვინი შეიძლება იყოს ფლანგზეც, მაგალითად, როგორც „ნაპოლის“ აქვს მარიო რუისა და კვარაცხელიასთან ერთად. „იუვეში“ კი ფეხბურთის თამაშზე წარმოდგენა არ აქვთ.
ლოკატელი? ლობოტკასაც პერსონალურად აკონტროლებენ მეტოქეები, მაგრამ ბურთის გათამაშებას ახერხებს. „იუვეს“ ამ ნახევარდაცვაში ყველაზე კარგი როველა მგონია. რაბიო დედამისთან ერთად 10 მილიონს ითხოვს და ჩემს დროს სკამზე იქნებოდა. ჩვენ არ ვიცით მისი თვისებები, რადგან ეს არასდროს უჩვენებია“, – თქვა დ’აგოსტინომ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსს“ ორ ტურში 4 ქულა აქვს მოპოვებული და მომდევნო შეხვედრას 27 აგვისტოს, შინ „რომასთან“ გამართავს.