მთავარი / სიახლეები / გატი: “იუვეს” მაისურის ტარება დიდი ემოციაა”

გატი: “იუვეს” მაისურის ტარება დიდი ემოციაა”

ტურინის „იუვენტუსმა“ 23-წლამდე გუნდთან ისპარინგა და 2:0 დაამარცხა. მატჩის შემდეგ ფედერიკო გატიმ ისაუბრა, რომელმაც აღნიშნა, რომ „იუვეს“ მაისურის ტარება ყოველდღე დიდ ემოციასთან ასოცირდება.

„დღეს ზეიმის დღეა, იმედი მქონდა, რომ თამაში ცოტა მეტ ხანს გაგრძელდებოდა, მაგრამ ჩვენი ტიფოზები ჩვენი ძალა არიან. სიამოვნებით გავაგრძელებდი ავტოგრაფების დარიგებას, თუმცა უნდა წავსულიყავით. ამ მაისურის ტარება ყოველდღე ემოციურია. ვგრძნობ, რომ მოვუმატე, მაგრამ კიდევ უფრო გავაუმჯობესო. აქ თავს მშვენივრად ვგრძნობ. მიხარია ბონუჩის სიტყვები, რომელმაც თქვა, რომ შორს წასვლა შემიძლია. ვცდილობთ მათთან მუშაობით განვითარდე.

სეზონის ბოლოს მინდა, როგორც ინდივიდუალურად, ისე გუნდურად მაქსიმუმისთვის მქონდეს მიღწეული. ჩვენ ყველა თამაშის მოგება გვინდა. უბრალოდ ამერიკაში წასვლაც კი ჩემთვის დიდი მღელვარება იყო, ასეთ გუნდში თამაში ხომ საერთოდ. ვცდილობ, თითოეული თანაგუნდელებისგან დეტალები გადავიღო და ვისწავლო, მიხარია, რომ აქ ვარ“, – თქვა გატიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ პრესეზონზე ბოლო ამხანაგურ თამაშს 7 აგვისტოს, მადრიდის „ატლეტიკოსთან“ გამართავს, ხოლო სერია A-ს პირველ ტურში 15 აგვისტოს „სასუოლოს“ შეხვდება.

შემთხვევითი სიახლე

ბუფონი: “იუვე” სეზონის განახლების შემდეგ შეიძლება შეუჩერებელი იყოს”

„პარმას“ მეკარე ჯანლუიჯი ბუფონმა „იუვენტუსის“ შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ ტრავმირებული ფეხბურთელების დაბრუნების შემდეგ მასიმილიანო …

ფილიპ კოსტიჩი სერია A-ში ნოემბრის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველი ფილიპ კოსტიჩი იტალიის ფეხბურთელთა ასოციაციამ სერია A-ში ნოემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა. …