მთავარი / სიახლეები / სერია A / გატი ბონუჩის შესაცვლელად მზადაა, ალეგრის ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია

გატი ბონუჩის შესაცვლელად მზადაა, ალეგრის ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია

ტურინის „იუვენტუსმა“ მიმდინარე ზაფხულს ჯორჯო კიელინი და მატაის დე ლიხტი შეცვალა, რომლებიც გლეისონ ბრემერით და ფედერიკო გატით შეცვალა. ეს უკანასკნელი „ფროზინონედან“ იჯარით დაბრუნდა.

გატიმ მოსამზადებელ ეტაპზე იმდენად კარგი შთაბეჭდილება დატოვა, რომ ტურინელებმა კიდევ ერთი ცენტრალური მცველის შეძენა არ მოისურვეს. ამიტომაც, სეზონს ოთხი მცველით გაატარებს – ლეონარდო ბონუჩი, დანიელე რუგანი, გატი და ბრემერი.

ბონუჩის ფიზიკური პრობლემები ჯერ კიდევ გასულ სეზონში ჰქონდა და მისი ასაკიდან გამომდინარე, შეუძლებელია მასიმილიანო ალეგრის ეფიქრა, რომ ის მთელ სეზონს ტრავმის გარეშე ჩაატარებდა. ამიტომაც იყო, რომ ალეგრიმ ზაფხულში ერთხელ თქვა: „ვინ იცის, იქნებ გატი „იუვეს“ ძირითადი შემადგენლობის წევრი კიელინის ადგილზე გახდეს“.

ახალგაზრდა მცველს სერია A-ში არასდროს უთამაშია, მეორე ტურში კი შეიძლება მისი დებიუტი უკვე შედგეს, რადგან ბონუჩი „სამპდორიასთან“ ვერ ითამაშებს. ფედერიკო მზადაა შანსი მიიღოს და გამოიყენოს კიდეც, თუმცა, ალეგრის ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი ის ათამაშოს თუ უფრო გამოცდილი რუგანი.

„ძალიან კმაყოფილი ვარ გატის მუშაობით. ის ან რუგანი ითამაშებს და ნებისმიერ შემთხვევაში მშვიდად ვიქნები“, – თქვა დღეს ალეგრიმ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე და შემდეგ იხუმრა: „მონეტას ავაგდებ. თუ კატა (იტალიურად Gatto) გატი ითამაშებს, თუ ძაღლი – რუგანი“.

შესაძლოა, ეს მხოლოდ ტაქტიკური სვლაა და მაქსმა არ ისურვა გასაჯაროება ვინ შეუწყვილდება ბრემერს, შესაძლოა ისიც, რომ ჯერ თავადაც არ ჰქონდეს გადაწყვეტილება მიღებული.

ნებისმიერ შემთხვევაში, ფედერიკო გატი მზადაა დებიუტისთვის და იტალიური მედია ვარაუდობს, რომ „სამპდორიასთან“ სწორედ ის ითამაშებს.

შემთხვევითი სიახლე

ზაკარია: “იუვე” ძალიან უკნიდან თამაშობდა, ალეგრისთან კონტაქტი თითქმის არ მქონდა”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა დენის ზაკარიამ განაცხადა, რომ იტალიაში მისი სტილისთვის შესაფერისი ფეხბურთი არ არის, …

დე ლიხტი: “ბაიერნს” ჩემპიონთა ლიგის მოგების უფრო დიდი ამბიცია აქვს, ვიდრე “იუვეს”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა მცველმა მატაის დე ლიხტმა განაცხადა, რომ მისი კარიერისთვის „ბაიერნში“ გადასვლა წინ გადადგმული …