მთავარი / სიახლეები / გასპერინი: “იუვენტუსთან ფავორიტად ყოფნა შეუძლებელია”

გასპერინი: “იუვენტუსთან ფავორიტად ყოფნა შეუძლებელია”

ბერგამოს „ატალანტას“ მთავარმა მწვრთნელმა ჯან პიერო გასპერინიმ „იუვენტუსთან“ იტალიის თასის ფინალის წინ პრესკონფერენცია გამართა. მისი განცხადებით, ფინალში ფავორიტი მისი გუნდი არ არის და მეტოქე დიდებული გუნდია.

„იტალიის თასის მოგება ტორტის მარწყვით მორთვა იქნება იმის გამო, რასაც ბოლო ხუთ წელიწადში ვაკეთებთ. მეორედ ვართ იტალიის თასის ფინალში და ასევე ვფიქრობ ჩემპიონთა ლიგის საგზურზე. ჩვენ არ მოგვიგია თასები, მაგრამ წარმატებებზე ვსაუბრობთ.

„იუვეს“ და „მილანის“ ბედი ჩვენს ხელთაა? ბევრი სისულელე მოვისმინე. ჩვენ პასუხს ვაგებთ ჩვენს ბედზე, ისევე როგორც „მილანი“ და „იუვენტუსი“ თავიანთ ბედზე. ჩვენ წინ ორი თამაში გვაქვს და ყველაფერს გავაკეთებთ იტალიის თასის მოსაგებად და ჩემპიონატში მეორე ადგილზე გასასვლელად. დანარჩენი, რასაც ამბობენ, ნაკლებად მნიშვნელოვანია.

„იუვენტუსზე“ წინ სეზონი არასდროს გვქონდა დასრულებული და იმიტომ, რომ ისინი ყოველთვის ჩემპიონები ხდებოდნენ. ჩვენ, ჩვენი შედეგი გავიმეორეთ, მათ კი ვერ ითამაშეს ისე, როგორც ამას აკეთებდნენ. თუმცა, ჩვენ ვსაუბრობთ დიდი ღირებულების გუნდზე, უბრალოდ ჩემპიონატში უკეთესები ვიყავით.

ფინალი არის თამაში, რომელიც უნდა მოიგო. ჩვენ ეს უფლება მოვიპოვეთ „კალიარის“, „ლაციოსა“ და „ნაპოლის“ დამარცხებით, იმედი მაქვს, ლამაზი და მნიშვნელოვანი ფინალი იქნება.

კმაყოფილი ვარ ჩემი კარიერით, განსაკუთრები იმით, რაც ბერგამოში გავაკეთე. იტალიაში ტიტული ორია: სკუდერო და კოპა იტალია. ჩემპიონატში 23 თამაში მოვიგეთ და შარშან 78 ქულა დავაგროვეთ. ეს არ არის ტიტულის მოგება, მაგრამ თუ არჩევანი იტალიის თასსა და ჩემპიონთა ლიგის საგზურს შორის უნდა გავაკეთო, ჩემპიონთა ლიგას ავირჩევდი.

ფინალში ორი წლის წინაც ვითამაშეთ „ლაციოსთან“. მეტოქე და კონტექსტი განსხვავდება. ის არ იყო ლამაზი ფინალი, მაგრამ ახლა იმედი მაქვს, რომ ასე იქნება ტექნიკური თვალსაზირით.

ფავორიტები ვართ? „იუვეს“ წინააღმდეგ ეს შეუძლებელია. ვსაუბრობთ სხვადასხვა ამბიციებით აშენებულ გუნდებზე, მაგრამ გამარჯვების მიზანი მაინც გვაქვს. ვეთამაშები დიდებულ გუნდს და ძალიან ძლიერ ფეხბურთელებს. პირლო? მან ფინალს მიაღწია და კიდევ შეუძლია შედეგი გააუმჯობესოს. ჩვენ სხვადასხვა გზა გავიარეთ, მაგრამ მეჩემი კმაყოფილებები მაქვს“, – თქვა გასპერინიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „ატალანტას“ მატჩი 19 მაისს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

შემთხვევითი სიახლე

მანჩინი: “დროა ხალხი გავაბედნიეროთ”

იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ თურქეთის ნაკრებთან შეხვედრის წინ პრესკონფერენეცია გამართა და ევრო 2020-ის …

დელ პიერო: “არ მინდა “იუვეში” მხოლოდ იმიტომ დამაბრუნონ, რომ ძველი დამსახურებები მაქვს”

ტურინის „იუვენტუსის“ ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ალესანდრო დელ პიერომ იტალიური მედიასთან ისაუბრა. ალექსი სხვადასხვა საკითხებს შეეხო და …