„მონცას“ გენერალურმა დირექტორმა, რომელიც ამ პოზიციაზე წლების განმავლობაში „მილანში“ მუშაობდა, განაცხადა, რომ ის ძალიან ნანობს ალესანდრო დელ პიერო თავის დროზე „როსონერიში“ რომ არ დაიმატა.
როგორც გალიანიმ აღნიშნა, დელ პიეროზე უარი მაშინ თქვეს, როცა ალექსი ჯერ კიდევ „პადოვაში“ თამაშობდა.
„მინიმუმ ორი სინანული მაქვს ტრანსფერებთან დაკავშირებით: დელ პიერო და კრიშტიანუ რონალდუ. „პადოვამ“ დელ პიერო შემოგვთავაზა, როცა ძალიან ახალგაზრდა იყო, 5 მილიარდ იტალიურ ლირად და ჩვენ უარი ვუთხარით. ასევე ვწუხვარ, რომ წავაგეთ ბრძოლა კრიშტიანუს მოსაპოვებლად „მანჩესტერთან“, როცა ის ინგლისში „სპორტინგიდან“ გადავიდა. ჩვენ მისთვის ვიბრძოდით, მაგრამ ბრიტანელებმა“ ძალიან მაღალი შეთავაზება გააკეთეს“, – თქვა გალიანიმ.