ტურინის “იუვენტუსის” მეკარემ ჯანლუიჯი ბუფონმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომელიც გულშემატკივრებს ეძღვნებოდა. მან ფანებს მადლობა გადაუხადა განვლილი 20 წლისთვის.
“თქვენ იყავით ჩარჩო, რომელშიც ჩემი შავ-თეთრი ისტორია დავხატე. 20 წლის განმავლობაში არასდროს მიმატოვეთ, ყოველთვის მხარში მედექით და მამხნევებდით. ერთად ჩავიძირეთ და ერთად დავიბადეთ. ერთად განვიცადეთ უსასრულო სიხარული და დიდი იმედგაცრუებები. უბრალო მადლობა არასდროს იქნება საკმარისი თქვენი უსასრულო სიყვარულის საპასუხოდ, რომელიც 20 წლის განმავლობაში განუწყვეტლივ მიჩვენეთ”, – წერს ჯიჯი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ ჯანლუიჯი ბუფონმა “იუვენტუსის” მაისურით 2001 წლიდან დღემდე 685 მატჩი ჩაატარა და სეზონის ბოლოს ის გუნდს დატოვებს.
Siete stati la cornice dentro la quale ho dipinto la mia storia bianconera. In 20 anni non mi avete mai abbandonato, mi…
Posted by Gianluigi Buffon on ხუთშაბათი, 20 მაისი, 2021