მთავარი / სიახლეები / ბუფონი: “იუვეს” ხშირად სჯიდნენ იმის გამო, რასაც სხვა კლუბებიც აკეთებდნენ”

ბუფონი: “იუვეს” ხშირად სჯიდნენ იმის გამო, რასაც სხვა კლუბებიც აკეთებდნენ”

„პარმას“ მეკარე ჯანლუიჯი ბუფონმა „იუვენტუსისა“ და „ოქროს ბურთის“ შესახებ ისაუბრა. როგორც 44 წლის მეკარემ თქვა, „იუვეს“ გარშემო საუბარი ყოველთვის აჟიოტაჟს იწვევს და ამიტომაცაა, რომ ხშირად სკანდალებს უკავშირებენ. ჯიჯიმ პირდაპირ თქვა, რომ ტურინული კლუბი ბევრჯერ დაუსჯიათ იმის გამო, რასაც სხვა კლუბებიც აკეთებდნენ, მაგრამ ისინი არავის დაუსჯია.

„რატომ არის „იუვენტუსი“ ამდენ სკანდალში ჩართული? თავზე ყოველთვის დამოკლეს მახვილი აქვს. მის გულშემატკივრებსა და მოწინააღმდეგეებს შორის მთელი იტალიის მასშტაბით ყურადღების ცენტრშია. ის, რაც „იუვენტუსის“ გარშემო ხდება, ყოველთვის იწვევს ხმაურს, ამიტომაც, არის, რომ ბევრ რამეში სდებდნენ ბრალს, ხშირად სჯიდნენ იმის გამო, რასაც მეტ-ნაკლებად სხვა კლუბებიც აკეთებდნენ, მაგრამ ისინი დაუსჯელი რჩებოდნენ. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ „იუვე“ დავიცვა. უბრალოდ, ყველამ იცის, რომ „იუვენტუსი“ ხმამაღალ აჟიოტაჟს იწვევს.

„ოქროს ბურთის“? ყოველთვის ლოგიკა არ არის. 2003 წელს ჩემპიონთა ლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დამასახელეს, რაც მეკარისთვის იშვიათობაა და პირველად მოხდა, მაგრამ იმ წელს „ოქროს ბურთზე“ ხუთეულშიც ვერ მოვხვდი. ყოველ შემთხვევაში, მე არ მაინტერესებს გარკვეული ჯილდოები. ჩემთვის ყველაზე დიდი უსამართლობა „ოქროს ბურთთან“ დაკავშირებით ინიესტას უკავშირდება, რომელმაც ეს პრიზი ვერ მოიგო, მიუხედავად იმისა, რომ იმსახურებდა, ის ისეთივე ძლიერი იყო, როგორც მესი ან რონალდუ“, – თქვა ბუფონმა.

შეგახსენებთ, რომ ჯანლუიჯი ბუფონი „იუვენტუსში“ 2001-2018 და 2019-2021 წლებში თამაშობდა.

შემთხვევითი სიახლე

ზაკარია: “იუვე” ძალიან უკნიდან თამაშობდა, ალეგრისთან კონტაქტი თითქმის არ მქონდა”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა დენის ზაკარიამ განაცხადა, რომ იტალიაში მისი სტილისთვის შესაფერისი ფეხბურთი არ არის, …

დე ლიხტი: “ბაიერნს” ჩემპიონთა ლიგის მოგების უფრო დიდი ამბიცია აქვს, ვიდრე “იუვეს”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა მცველმა მატაის დე ლიხტმა განაცხადა, რომ მისი კარიერისთვის „ბაიერნში“ გადასვლა წინ გადადგმული …