ჯანლუიჯი ბუფონმა განაცხადა, რომ ტურინის „იუვენტუსს“ მაიკ მენიოს შეძენას ურჩევდა, მაგრამ მისი რჩევები არ გაითვალისწინეს.
„როდესაც პარიზიდან „იუვეში“ დავბრუნდი, მეკარეებზე მკითხეს. მაშინ ვურჩიე „ლილში“ მოთამაშე მენიო, მაგრამ არავინ გაითვალისწინა. მაინტერესებდა იტალიაში რატომ არავინ ყიდულობდა ამ ბიჭს, ვერ ვხსნიდი, ის ძალიან ძლიერი იყო. როდესაც საბოლოოდ „მილანმა“ გადაწყვიტა მისი ტრანსფერი, პაოლო მალდინის პირადად მივწერე. ამ ბიჭის ცოტას თუ სჯეროდა, მაგრამ „როსონერიმ“ დიდებული მეკარე დაიმატა. მას შეუძლია თამაშში განსხვავების შეტანა“, – თქვა ბუფონმა.
შეგახსენებთ, რომ მაიკ მენიო „მილანის“ ღირსებას 2021 წლიდან იცავს.