ჯანლუიჯი ბუფონის აგენტმა სილვანო მარტინამ ჯიჯის მომავალზე ისაუბრა, მაგრამ აღნიშნა, რომ ახლა ლეგენდარული 43 წლის მეკარე სეზონის ბოლო მატჩებზეა კონცენტრირებული.
„მომავალში ჯიჯის კლუბში მწვრთნელად არ ვხედავ, მაგრამ წარმომიდგენია ნაკრების მწვრთნელად. თუმცა, არც იმას გამოვრიცხავ, რომ ფეხბურთში საერთოდ არ დარჩეს. დღეს ის კონცენტრირებულია სეზონის ბოლო მატჩებსა და იტალიის თასის ფინალდე. მან იცის, რომ პრეტენზია არ შეუძლია ჰქონდეს ყველა მატჩში თამაშზე, მაგრამ შეუძლია მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს და მთელი თავისი გამოცდილება გადასცეს გუნდს. ჯიჯის ისტორია ყველას თვალწინაა“, – თქვა მარტინამ.
აქვე გეტყვით, რომ ბუფონს უკვე დაუკავშირეს რამდენიმე გუნდი და დიდი ალბათობით ის კარიერას გააგრძელებს. იტალიური მედია წერს, რომ მან ორ იტალურ გუნდს, მათ შორის, ერთის ვინაობა უცნობია, მეორე კი „ატალანტაა“, უარი უთხრა და სავარაუდოდ, უცხოეთში წავა.