ტურინის „იუვენტუსის“ ცნობილმა გულშემატკივარმა ფლავიო ბრიატორემ განაცხადა, რომ „ინტერთან“ გოლის მომენტში ხელით თამაში იყო, მაგრამ მასიმილიანო ალეგრის გუნდმა დამსახურებულად მოიგო.
„იუვეს“ 15 ქულა წაართვეს და არ მგონია, ეფექტური არგუმენტი იყოს, რომ ეხმარებიან. ხელით თამაში იყო, მაგრამ გადაწყვეტილება მსაჯმა მიიღო. თუმცა, შეცდომები იყო, როგორც „ინტერის“ წინააღმდეგ, ასევე ჩვენს წინააღმდეგ. „ინტერს“ საკმარისი დრო ჰქონდა ანგარიშის გასათანაბრებლად, მაგრამ მათ ცუდად ითამაშეს, „იუვემ“ უკეთ ითამაშა და გამარჯვებას იმსახურებდა“, – თქვა ბრიატორემ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსმა“ „ინტერი“ ფილიპ კოსტიჩის გოლით 1:0 დაამარცხა. მიმდინარე სეზონში „იუვემ“ „ნერაძური“ ორჯერ დაამარცხა სერია A-ში, აპრილში კი ეს გუნდები კიდევ ორჯერ იტალიის თასის ნახევარფინალში შეხვდებიან.