ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელის რანგში გლეისონ ბრემერმა პირველი კომენტარი გააკეთა. როგორც 25 წლის ბრაზილიელმა მცველმა აღნიშნა, სურს, რომ „ბებერ ქალბატონში“ ჯორჯო კიელინის მსგავსი კარიერა ჰქონდეს.
„ეს არის მომენტი, რომელიც საბოლოოდ დადგა და მოუთმენლად ველოდი. „იუვენტუსი“ შესანიშნავი გუნდია, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ აქ ვარ. „იუვე“ გამარჯვებული გუნდია, მეც მაქვს გამარჯვების ამბიცია. კიელინის ცოტა ველაპარაკე და გადავწყვიტე, რომ „იუვენტუსი“ ჩემთვის საუკეთესო არჩევანი იყო.
დიახ, დიახ, მე მყავს ძაღლი, რომელიც შავ-თეთრია, ეს ჩემი ბედი იყო. ყველაზე დიდი ოცნება? როგორც ვთქვი, მინდა გამარჯვება, მინდა მოვიგო სკუდეტო, ჩემპიონთა ლიგა, ეს არის ჩემი მიზანი.
რა თქმა უნდა, კიელინი საუკეთესო იტალიელი მცველია, ამას ყოველთვის ვამბობდი. ამიტომ, მისგან ცოტათი შთაგონებული ვარ და ვეცდები ის გავაკეთო, რაც მან აქ გააკეთა.
გასულ სეზონში კარგი მწვრთნელი მყავდა და რაღაცები მასწავლა. 4 წელი იტალიაში ვარ და ყოველწლიურად ვუმჯობესდები. დაცვაში ახლა უფრო სრულყოფილი ვარ. პოგბა და დი მარია? როცა ვნახე, რომ ისინი აქ მოვიდნენ, ეჭვი აღარ მეპარებოდა, ვინ უნდა ამერჩია ტრანსფერის დროს. ჩვენ ვართ გუნდი, რომელიც გამარჯვებისთვისაა შექმნილი“, – თქვა ბრემერმა.
შეგახსენებთ, რომ გლეისონ ბრემერმა „იუვენტუსთან“ კონტრაქტი 2027 წლის 30 ივნისამდე გააფორმა.
🎙 Le prime parole da bianconero di Gleison Bremer ⚪️⚫️#WelcomeBremer
— JuventusFC (@juventusfc) July 20, 2022