ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „სპორტინგთან“ მატჩის (1:0) შემდეგ ფედერიკო გატისა და დანილოზე ისაუბრა. როგორც მან განაცხადა, გატის სეზონის დასაწყისში ურჩევდა, რომ მოთმინება გამოეჩინა, რადგან მისი თამაშის დროც დადგებოდა.
„მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო, რადგან ორი თამაში არ გვქონდა მოგებული. ეს გზა უნდა გავაგრძელოთ და ყურადღებით იყოთ. ვიცოდით, რომ პორტუგალიური გუნდები კარგად თამაშობენ, ასეც იყო, საფრთხე ბევრჯერ დაგვემუქრა, მაგრამ შეცდომებს შევხედავთ და აღარ გავიმეორებთ.
გატის გოლი? მას სეზონის დასაწყისში ვეუბნებოდი, რომ მოთმინება გამოეჩინა. მე, როდესაც „ტორინოში“ გადავედი, პირველ სეზონში არ ვთამაშობდი. ის „იუვეში“ მოვიდა, რომელიც მსოფლიო დონის გუნდია. მან გამოიჩინა მოთმინება და ახლა შედეგს იმკის.
დანილო? ის ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მე ძალიან დამეხმარა. დროდადრო სხვებს ესაუბრება, არ მქონდა საშუალება კიელინისგან მესწავლა, მაგრამ დანილო ძალიან მეხმარება“, – თქვა ბრემერმა.