მთავარი / სიახლეები / ბრამბატი: “ფანებმა თვალები უნდა გაახილონ, ალეგრი გუნდს არც კი ავარჯიშებს”

ბრამბატი: “ფანებმა თვალები უნდა გაახილონ, ალეგრი გუნდს არც კი ავარჯიშებს”

ყოფილმა ფეხბურთელმა და ახლა სატრანსფერო ექსპერტმა მასიმო ბრამბატიმ მასიმილიანო ალეგრი გააკრიტიკა. როგორც მან აღნიშნა, „იუვენტუსის“ ხელმძღვანელობას ის უკვე გათავისუფლებული უნდა ჰყავდეს.

„სეზონით სრულიად იმედგაცრუებული ვარ. ალეგრი უნდა გაუშვან, უკვე უნდა გაეთავისუფლებინათ. თუ ალეგრის შეინარჩუნებენ, მაშინ ჟორჟინიო უნდა მოიყვანონ, მათ უკვე მზა ფეხბურთელები უნდა დაიმატონ. თუმცა, მთავარი პრობლემა ალეგრია, ის გუნდს არ ავარჯიშებს და გულშემატკივრებმა თვალები უნდა გაახილონ.

საკმარისია გავიხსენოთ კულუშევსკი, რომელიც ლონდონში ჩავიდა და კონტეს უთხრა, რომ ექვსი თვე არ ვარჯიშობდა და ფორმის აღსადგენად გარკვეული დრო სჭირდებოდა. რა მიზეზი ჰქონდა ამის სათქმელად? შეხედეთ ზაკარიას, ახლახან დაიმატეს და სამჯერ მიიღო კუნთის ტრავმა, იმის ფონზე, რომ „გლადბახში“ ტრავმებს საერთოდ არ იღებდა. ესე იგი, გამოდის, რომ რაღაც არ ფუნქციონირებს.

დიბალა? ვიცოდი, რომ „არსენალთან“ შეთანხმება ჰქონდა, თუ ისინი ჩემპიონთა ლიგაზე გავიდოდნენ. არ მესმის მისი ცრემლების, რადგან ნოემბერში თვითონ თქვა უარი 7.5 მილიონიან კონტრაქტზე, პლუს ბონუსებზე. თუ ძალიან სურდა დარჩენა, უნდა დათანხმებულიყო და რაც მთავარია, 10 მილიონი არ უნდა მოეთხოვა.

თუ „ინტერი“ სკუდეტოს ვერ მოიგებს, მაშინ პირლო რატომ გაათავისუფლეს და ინძაგის რატომ არ ეხებიან? შარშანდელი „იუვე“ აშკარად უფრო სუსტი იყო, ვიდრე წლევანდელი „ინტერი“. იტალიის თასი და სუპერთასი უბრალოდ ფანების გაჩუმებას ემსახურება, არსებითად ამ ორ ტიტულს დიდი მნიშვნელობა არ აქვს“, – თქვა ბრამბატიმ.

შემთხვევითი სიახლე

ჯუღელი: “იუვესთან” წინასწარი შეთანხმება გვქონდა და დღეს ხვიჩა ამ გუნდში უნდა ყოფილიყო”

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას აგენტმა მამუკა ჯუღელმა განაცხადა, რომ ქართველი ფეხბურთელი ძალიან ახლოს იყო …

“იუვენტუსმა” “ჯენოას” მცველის ტრანსფერი შეათანხმა

ტურინის „იუვენტუსმა“ „ჯენოას“ 22 წლის მცველის, ანდრეა კამბიასოს ტრანსფერზე შეთანხმებას პრაქტიკულად მიაღწია. იტალიური მედიის ცნობით, …