ტურინის „იუვენტუსის“ მცველი ლეონარდო ბონუჩი ჯორჯო კიელინის სოციალურ ქსელში ემოციური წერილით დაემშვიდობა.
„ძვირფასო ჯორჯო, საიდან დავიწყოთ? ბოლოს და ბოლოს, მიმაჩნია, რომ ეს მოვალეობაა. დღეს შენი დღეა და დღეიდან მოგენატრება ეს გუნდი, ეს ფერები, ეს გასახდელი. შენ იყავი მაგალითი, მეგზური, ძმა, მეგობარი. 10 წელზე მეტი გავატარეთ ერთად, გავიხარეთ, ვიტანჯეთ, ვიბრძოდით, გვიჭირდა, ერთად გავიმარჯვეთ. ბევრი ტიტული მოვიგეთ „იუვესთან“ ერთად, რაღაც უნიკალური მოვიგეთ „სკუადრა აძურაში“.
შენს გვერდით მოედანზე ყოფნა ჩემთვის პრივილეგია იყო, პატივი. მოედნის მიღმა კი კიდევ უფრო მეტი. წარმატებებს გისურვებ ლეგენდა. რა დროც უნდა გავიდეს, ყოველთვის ტოპკლასი იქნები. ჩვენ ყოველთვის გვაკავშირებს ის უხილავი ძაფი, რომელიც თან გვახლდა მოედანზე ათას საფეხბურთო ბრძოლაში, გამარჯვებებსა და ყველაზე რთულ მომენტებში. მადლობა კაპიტანო, მიყვარხარ“, – დაწერა ბონუჩიმ.
შეგახსენებთ, რომ ლეონარდო ბონუჩი და ჯორჯო კიელინი თანაგუნდელები 2010 წლიდან იყვნენ, როგორც „იუვენტუსში“, ისე იტალიის ნაკრებში.
View this post on Instagram