მთავარი / სიახლეები / სერია A / ბონუჩი: “ტურინული დერბი სეზონში წყალგამყოფია”

ბონუჩი: “ტურინული დერბი სეზონში წყალგამყოფია”

ტურინის „იუვენტუსის“ კაპიტანმა ლეონარდო ბონუჩიმ La Repubblica-ს დღევანდელ ნომერში წერილი გამოაქვეყნა, რომელიც „ტორინოსთან“ დერბის ეხება.

როგორც ბონუჩი წერს, გამარჯვებისთვის ყველაფერს გააკეთებენ, რადგან ეს მატჩი შეიძლება სეზონის წყალგამყოფი იყოს.

„ჯერ კიდევ გასულ სეზონებში დერბიში გამარჯვება იყო წყალგამყოფი, რაც შეიძლებოდა ყოფილიყო და რაც იყოს შორს. დერბი ყოველთვის განსაკუთრებული მატჩია და თუნდაც წლების განმავლობაში გუნდებს შორის სხვაობა მნიშვნელოვანი იყოს. ჩვენ ვიბრძოლებთ ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი სამი ქულისთვის, სხვადასხვა მიზეზების გამო.

როდესაც ქალაქში ასეთი თამაში ახლოვდება, განსხვავებული კლიმატი იქმნება, ქუჩებში „ტორინოს“ ბევრი გულშემატკივარია. ადრენალინი ძალიან მატულობს და ცოტა ხნის წინ მეც მიწევდა სახლში გარკვეული დამოკიდებულების შენარჩუნება, რომ ჩემი შვილი ლორენცო ძალიან უკმაყოფილო არ დარჩენილიყო. მერე რონალდუ მოვიდა, ბელოტი წავიდა და ეს პირველი დერბი იქნება, რომელშიც მთელი ოჯახი ერთი დროშისკენ იქნება მიმართული – „ბიანკონერისკენ“, – წერს ბონუჩი La Repubblica-ს დღევანდელ ნომერში.

შეგახსენებთ, რომ „ტორინოსა“ და “იუვენტუსის” მატჩი 15 ოქტომბერს, თბილისის დროით 20:00 საათზე გაიმართება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …