მთავარი / სიახლეები / ბონუჩი “იუვეზე”, მომავალზე, ვლაჰოვიჩსა და “მილანში” ტრანსფერზე…

ბონუჩი “იუვეზე”, მომავალზე, ვლაჰოვიჩსა და “მილანში” ტრანსფერზე…

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა ლეონარდო ბონუჩიმ ტელეკომპანია DAZN-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა, რომელშიც მან ბევრ თემაზე ისაუბრა. 35 წლის ფეხბურთელის განცხადებით, „იუვეში“ ბედნიერია და იმედოვნებს, რომ ტურინში მინიმუმ 2 წლის განმავლობაში დარჩება.

„რა თქმა უნდა, სინანული არსებობს. გზაზე ქულები დავკარგეთ, შეგვეძლო რამდენიმე თამაში სხვანაირად გვეთამაშა. 2-3 ქულით მეტი რომ გვქონოდა, საკმარისი იქნებოდა ბოლო ტურამდე საბრძოლველად. თუმცა, ეს არის შეცდომები, რომლებიც გუნდისთვის გარდამავალ პერიოდში შეიძლება მოხდეს. ამ ყველა შეცდომისგან უნდა ვისწავლოთ და წინ გავიხედოთ. ახლა ჩემპიონთა ლიგის საგზური მოვიპოვეთ და იმედი მაქვს, რომ მომდევნო სეზონში, როგორც იტალიაში, ისე ევროპაში უფრო მეტს გავაკეთებთ.

სკუდეტო? მე ვიტყოდი, რომ ფავორიტი ისევ „ინტერია“, რადგან უფრო იოლი კალენდარი აქვს. თუმცა, მიმდინარე სეზონში ბევრი სიურპრიზი მოხდა. საჩემპიონო რბოლა მშვენიერი გრძნობაა და სამწუხაროა, რომ ჩვენ იქ არ ვართ. როგორც უკვე ვთქვი, ბრძოლაში ყოფნისთვის რამდენიმე ქულაც საკმარისი იქნებოდა.

გუნდში ბევრი ტრავმები იყო, რამაც დიდი დარტყმა მოგვაყენა. მესმის გულშემატკივრების რეაქცია, როცა ეს ხდება, როცა გუნდს ვერ ვეხმარებოდი, ძალიან რთული იყო. ყოველთვის გსურს გუნდთან ერთად იყო. სამწუხაროდ, წელს გამოვტოვე გადამწყვეტი მატჩები კლუბშიც და ნაკრებშიც. ეს დიდი სინანული და იმედგაცრუებაა. თუმცა, ახლა კარგად ვარ და მინდა სეზონი შესანიშნავად დავასრულო.

მომავალი? როგორც უკვე ყველამ იცის, „იუვენტუსი“ ჩემთვის პირველ ადგილზეა. „მილანი“? ეს არჩევანი განპირობებული იყო იმედგაცრუების, სიბრაზის მომენტებით, რომლებიც შემდეგ გაქრა. შეცდომებით სწავლობ, უმჯობესდები. დღეს ბედნიერი, რომ მაგალითი ვიყო იმ ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის, რომლებსაც ეს მაისური აცვიათ და იმედი მაქვს, რომ აქ სულ მცირე ორი წლის განმავლობაში დავრჩები, იმის გათვალისწინებით, რომ კონტრაქტი 2024 წლამდე მაქვს.

ვლაჰოვიჩი? ვფიქრობ, რომ უნდა გააცნობიეროს, რომ ნაკლები სიბრაზით თამაშია საჭირო, როცა ბურთი აქვს. ახლა მას ხშირად სთხოვენ ბურთის შენარჩუნებას, მაგრამ სწორი მომენტების გაგება უნდა ისწავლოს. ნორმალურია, რომ ზოგჯერ მეტის გაკეთების სურვილი აქვს, თყმცა, დუშანმა გუნდში მოსვლით დიდი მუხტი მოგვცა. მან გაიტანა გოლები, გრძნობს პასუხისმგებლობას და ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია.

გულწრფელად რომ გითხრათ, ყველას სურს ბურთის ფლობის 70-80% და ლამაზი ფეხბურთით მოება, მაგრამ არსებობს სხვა მატჩებიც, სადაც შედეგი მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, ამ ორი კომბინაციის გაერთიანება ყველაზე სწორია. ხან მიაღწევ წარმატებას, ხან – არა. წელს იყო მატჩები, რომლებშიც ტექნიკურ დონეზე შესანიშნავად ვითამაშეთ, მაგრამ ქულები ვერ ავიღეთ. სხვა მატჩებშიც, რომლებშიც გვიჭირდა, ქულები მოვიპოვეთ და სატურნირო ცხრილში სწორედ ეს არის მთავარი. ახალგაზრდა მოთამაშეების გარკვეულ ჯგუფს გამოცდილების ნაკლებობა აქვს. თუმცა, მჯერა, რომ დღეს არსებობს საფუძველი მომავალში რაღაც მნიშვნელოვანი შედეგის მისაღწევად“, – თქვა ბონუჩიმ.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ლეონარდო ბონუჩიმ ყველა ტურნირზე 30 მატჩი ჩაატარა და 5 გოლის გატანა მოახერხა.

შემთხვევითი სიახლე

ანტონიო კონტე ტურინში შენიშნეს, მას “იუვეს” უკავშირებენ

იტალიელი ჟურნალისტი ტანკრედი პალმერი იტყობინება, რომ ანტონიო კონტეს „იუვენტუსის“ მთავარ მწვრთნელად განიხილავენ. კონტე ორი დღის …

რანიერი: “იუვეს” ფეხბურთელებს თამაშის სიხარული არ აქვთ”

„იუვენტუსის“ შესახებ კომენტარი კლაუდიო რანიერიმ გააკეთა და განაცხადა, რომ ფეხბურთელებს თამაშის სიხარული არ ეტყობათ. „რაც …