ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა ლეონარდო ბონუჩიმ „ბოლონიასთან“ მატჩის (1:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, გამარჯვება გუნდს ბევრ რამეს მისცემდა და დასანანია, რომ ეს ვერ მოახერხეს.
„ბოლოს ვცდილობდით წინ წასვლას და ანგარიშის გათანაბრებას, რიცხობრივ უპირატესობაში კი უფრო ზუსტად ვითამაშეთ. დასანანია, რადგან ეს 3 ქულა ბევრ რამეს მოგვცემდა.
მოედნიდან ისე ჩანდა, რომ მორატა საჯარიმოში წააქციეს, VAR-მა შეაფასა, რომ ასე არ იყო, თუმცა, ჩვენ ეჭვი არ გვეპარებოდა, პენალტი ვის უნდა დაერტყა. როდესაც „იუვეში“ თამაშობ, წნეხის ქვეშ ყოველთვის ხარ, მოედანზე და მის მიღმაც. ზოგიერთ სიტუაციაში გვჭირდება, რომ პუბლიკა უფრო მეტად დაგვეხმაროს და ეს არის ის, რასაც სავსე სტადიონის პირობებში ვითხოვთ. დღეს გამარჯვებას ვეცადეთ და დასანანია, რომ ვერ მოვიგეთ“, – თქვა ბონუჩიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსს“ 63 ქულა აქვს და მეოთხე ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი იტალიის თასზე „ფიორენტინასთან“ გამართავს.