მთავარი / სიახლეები / ბონუჩიმ ტრავმა მიიღო, კიეზა “არსენალთან” ვერ ითამაშებს

ბონუჩიმ ტრავმა მიიღო, კიეზა “არსენალთან” ვერ ითამაშებს

ტურინის „იუვენტუსში“ ტრავმების ეპიდემია გრძელდება. ლეონარდო ბონუჩი ვარჯიშზე დაშავდა და მყესის დაზიანება აღენიშნება.

როგორც იტალიური გუნდის ვებგვერდი იტყობინება, ვეტერანი მცველი 10 დღე დაისვენებს და მომდევნო სამედიცინო გამოკვლევა სწორედ 10 დღეში ჩაუტარდება, რის შედეგადაც მისი მდგომარეობა შეფასდება.

გარდა ამისა, გუშინ ვარჯიშზე კოჭის ტრავმა მიიღო ფედერიკო კიეზამ. იტალიური მედიის ინფორმაციით, სერიოზული არაფერია, მაგრამ 17 დეკემბერს, „არსენალთან“ ამხანაგურ მატჩში კიეზა ვერ ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ სეზონი 4 იანვარს განახლდება და „იუვენტუსი“ სტუმრად „კრემონეზეს“ დაუპირისპირდება.

შემთხვევითი სიახლე

ბონუჩი: “იუვენტუსი” 7-თავიანი დრაკონია”

ლეონარდო ბონუჩიმ სოციალურ ქსელში „იუვენტუსის“ დასჯის შემდეგ კიდევ ერთი პოსტი გამოაქვეყნა. მან ინსტაგრამსთორიში დაწერა, რომ …

კასანო: “სხვა კლუბებიც უნდა დასაჯონ, წესი ყველასთვის ერთნაირი უნდა იყოს”

ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა ანტონიო კასანომ „იუვენტუსი“ დაიცვა. როგორც მან თქვა, კანონი ყველა კლუბისთვის ერთნაირი უნდა …