ტურინის “იუვენტუსმა” 2020-2021 წლების სეზონი “ბოლონიასთან” გამარჯვებით დაასრულა და ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა. გოლები ფედერიკო კიეზამ, ადრიენ რაბიომ და ალვარო მორატამ (დუბლი) გაიტანეს. გთავაზობთ Calciomercato-ს ვერსიით ფეხბურთელთა შეფასებებს:
შჩესნი 6 – ჩვეულებრივი თამაშ ჰქონდა და მეტი არაფერი.
პინსოლიო 6 – 4:0-ზე სათამაშო დრო მასაც მიეცა, მაგრამ კარის მშრალად შენახვა ვერ მოახერხა.
კუადრადო 6 – ამჯერად შეიძლება შემოიფარგლოს ჩვეულებრივი თამაშით.
დე ლიხტი 6.5 – გიგნატური იყო მიუხედავად იმისა, რომ ფეხში რამდენიმე ძლიერი დარტყმა მიიღო. მისთვის ყველაფერი მარტივად გამოიყურებოდა.
ბონუჩი 6 – ერთი ტაიმი ითამაშა, ევროპის ჩემპიონატის წინ ფორმის აღსადგენად.
კიელინი 6.5 – სეზონი ერთ კვირაში სამი თამაშით დაასრულა. უნდა გაგრძელება, უნდა დარჩენა, ახლა ყველაფერი “იუვემ” უნდა გადაწყვიტოს.
არტური 6 – როდესაც თამაშში ჩაერთო, “იუვეს” მატჩი უკვე მოგებული ჰქონდა.
ალექს სანდრო 6 – შეტევაში არ ერთვებოდა და კიეზას ზურგს უმაგრებდა. შემდეგ თამაში ცენტრალური მცველის პოზიციაზე დასრულა.
დანილო 6.5 – შესაძლოა პირლო მართალია, ის სეზონის მთავარი სიურპრიზი იყო.
ბერნარდესკი 6 – წინა სეზონის დარად, წელსაც აბსოლუტური იმედგაცრუებაა.
რაბიო 7 – პირველი გოლის დროს ბურთი ხარიხას გაარტყა, პირველი ტაიმის ბოლოს კი მატჩის ბედი გადაწყვიტა. სეზონის ბოლოს მან აშკარად მოუმატა.
კულუშევსკი 6.5 – სეზონის ისე ამთავრებს, როგორც მომდევნო უნდა დაიწყოს. მას თამაშის ბედი არ გადაუწყვიტავს, მაგრამ სწორად თამაშობდა.
დიბალა 7.5 – მორატას გოლი უფრო მეტად მისი იყო. შემდეგ მან წვლილი სხვა გოლებშიც შეიტანა. კარგი თამაში, მაგრამ რეალური თამაში მისთვის ხვალიდან დაიწყება კონტრაქტის განახლებასთან დაკავშირებით.
კიეზა 7 – მან გადაწყვიტა იტალიის თასის ბედი, ბოლონიაშიც კარგად ითამაშა. მას შეუძლია ამ სეზონს სუფთა სინდისით შეხედოს, ყოველ თამაშში ამტკიცებდა, რომ შავ-თეთრი მაისურის ღირსია.
მაკკენი 6 – იტალიის თასის ფინალში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა, ამჯერად კი ცვლილებით დაკმაყოფილდა.
მორატა 7.5 – ქუსლით დაიწყო პირველი საგოლე შეტევა და შეტევაში უპირატესობა ამ პასით შეიქმა. ამ თამაშმა დაადასტურა, რომ ის უფრო იდეალურია რონალდუს დუბლიორობაში, ვიდრე მის მხარდამხარ თამაშისთვის.
პირლო 7 – თავს უფლება მისცა რონალდუ სკამზე დაეტოვებინა, ამჯერად ეს შესაძლებელი იყო. სეზონი დაასრულა ზრდით, ჩემპიონთა ლიგის საგზური. შესაძლოა, ის საბოლოოდ მართალია: ორი ტიტულით და მეოთხე ადგილით მისია შესრულებულია.