ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა ფედერიკო ბერნარდესკიმ „ინტერთან“ მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც იტალიელმა ნახევარმცველმა აღნიშნა, ძალიან მტკივნეულია, როცა ასე მარცხები.
„ძალიან დიდი სინანულია, ნამდვილად, რადგან პენალტების თამაში შეგვეძლო 10 წამის შემდეგ. შეიძლებოდა იქ წაგვეგო, მაგრამ ასე მარცხი ძალიან დასანანი და მტკივნეულია. მიუხედავად მარცხისა, კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, რომ ყველა შესაძლებლობა გვაქვს, რომ ნებისმიერ მეტოქეს თანაბრად ვეთამაშოთ.
ჩვენ „იუვენტუსი“ ვართ და ეს არ უნდა დავივიწყოთ. ახლა ყურადღება ჩემპიონატზე უნდა გადავიტანოთ, მეორე წრეში არ უნდა დავუშვათ ის შეცდომები, რაც პირველ წრეში გვქონდა, რამაც ქულები დაგვაკარგვინა. შემდეგ კი, სეზონს მაისში შევაფასებთ. ასეთი წაგების მერე კი საუბარი ძალიან ძნელია“, – თქვა ბერნარდესკიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ მომდევნო მატჩს 15 იანვარს, სერია A-ს 22-ე ტურში შინ „უდინეზესთან“ ჩაატარებს.