ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა ფედერიკო ბერნარდესკიმ იტალიურ მედიასთან ისაუბრა. როგორც მან თქვა, ტურინული კლუბიდან სხვადასხვა ხედვების გამო წავიდა და დამშვიდობება სასიამოვნო გარემოში მოხდა.
“კლუბსა და ჩემს შორის სხვადასხვა ხედვა იყო, სულ ესაა. ბოლოს სასიამოვნო საუბარი გვქონდა, გულწრფელი და ყველას განსხვავებული შეხედულება გვქონდა. შევაფასეთ ეს ხუთი წელი და გვინდოდა მომავალიც შეგვეფასებინა. ერთმანეთს ხელი ჩამოვართვით და ასე ბედნიერები ვიყავით. „იუვეს“ თავი დაიხურა, ახლა ახალი ეტაპი იწყება, როგორც ჩემთვის, ისე კლუბისთვის.
ცოტა უცნაურია დიბალას „რომას“ მაისურით ხილვა, მაგრამ ის ამას იმსახურებს. პაულო შესანიშნავი ბიჭია“, – თქვა ბერნარდესკიმ.
შეგახსენებთ, რომ ფედერიკო ბერნარდესკიმ 2017-2022 წლებში „იუვენტუსში“ 182 მატჩში 12 გოლი გაიტანა და 20 საგოლე პასი გააკეთა.